SuperNatural: მთაწმინდის პარკში ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი გაიმართება

© photo: Sputnik / Alexey Mal'gavkoქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2023
გამოწერა
ყველასათვის საყვარელი ფესტივალი სამწლიანი პანდემიის პაუზის შემდეგ ბრუნდება
თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ფესტივალი, რომელზეც იქნება წარმოდგენილი ნატურალური ქართული ღვინოები და კერძები, 17 ივნისს მთაწმინდის პარკში გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ფესტივალი სამწლიანი პანდემიის პაუზის შემდეგ ბრუნდება და ტრადიციულად eZo Festival-ის სივრცეში გაიმართება.
© Sputnik / Alexander Imedashviliახალი ღვინის ფესტივალი
Фестиваль молодого вина - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2023
ახალი ღვინის ფესტივალი
ფესტივალზე სტუმრებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ ნატურალური ღვინის მწარმოებლებსა და გასტრონომიული სამყაროს წარმომადგენლებს, ასევე ფერმერებსა და ახალგაზრდა მეწარმეებს, რომლებიც ნატურალურ პროდუქტებს აწარმოებენ.
ფესტივალზე ქართული ღვინისა და სხვადასხვა დელიკატესების გარდა, ხელნაკეთი ნივთების შეძენაც იქნება შესაძლებელი.
ყველა ახალი ამბავი
0