კახა კალაძე: „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებისთვის მზადება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2023
გამოწერა
ამ დროისთვის პარტიის თბილისის რაიონულ ორგანიზაციებში ბიუროს თავმჯდომარეებისა და წევრების არჩევნები მიმდინარეობს
თბილისი, 21 მაისი – Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება.
ამ დროისთვის პარტიის თბილისის რაიონულ ორგანიზაციებში ბიუროს თავმჯდომარეებისა და წევრების არჩევნები მიმდინარეობს.
„ეს პროცესი გაგრძელდება და გვინდა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა რაიონში ჩავიდეთ და შევხვდეთ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს. დღეს საუბარი გვექნება სხვადასხვა საკითხებზე, გამოწვევებზე, პრობლემებზე, თუ რა არის გასაკეთებელი. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებისთვის მზადება დაწყებულია", - განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
ოფიციალური საარჩევნო კამპანია საქართველოში არჩევნებამდე ორი თვით ადრე დაიწყება.
მორიგი არჩევნები საქართველოში ახალი სისტემით უნდა ჩატარდეს. არჩევნები გაიმართება ელექტრონული კენჭისყრის მეშვეობით პროპორციული სისტემით, პარტიებისთვის მაღალი გამსვლელი 5%-იანი ბარიერით, ნებისმიერი საარჩევნო ბლოკების აკრძალვის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიამ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას“ და მთავარ ოპოზიციურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა, მაგრამ ჯერჯერობით არც ერთ პარტიას არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა პარლამენტში გარანტირებული უმრავლესობის მოსაპოვებლად.
ყველა ახალი ამბავი
0