https://sputnik-georgia.com/20230521/ilia-meore-winaswar-gilocavt-saqartvelos-damoukideblobis-dres-277887274.html
ილია მეორე: წინასწარ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
ილია მეორე: წინასწარ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
Sputnik საქართველო
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს აღნიშნავს. 21.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-21T12:50+0400
2023-05-21T12:50+0400
2023-05-21T12:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748779_0:241:1939:1332_1920x0_80_0_0_5740fae27b3b37a72e32f41762f8cf59.jpg
თბილისი, 21 მაისი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორე საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.როგორც პატრიარქი წერილში აღნიშნავს, ახლოვდება ყველა ქართველისათვის და საქართველოს ყველა მოქალაქისათვის გამორჩეული თარიღი, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე - 26 მაისი.ილია მეორის განცხადებით, ეს მოვლენა 1918 წელს მოხდა და მას ერთი წლით უსწრებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება. მისი თქმით, ამ ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტით საქართველომ 100 წელზე მეტი ხნის წინ გაუქმებული ეკლესიისა და ქვეყნის სუვერენიტეტი დაიბრუნა და დამოუკიდებელი, თვითმმართველი სახელმწიფო გახდა.პატრიარქმა 1923 წლის 20-21 მაისის მოვლენებიც გაიხსენა, როდესაც ბოლშევიკებმა დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი კომიტეტის სამხედრო ცენტრის 15 წევრი ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზების მცდელობისთვის დახვრიტეს.ესენი იყვნენ: გენერალი კოტე აფხაზი (კონსტანტინე შერვაშიძე), გენერალური შტაბის წევრი, გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გენერალი ვარდენ წულუკიძე, პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი, პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი, პოლკოვნიკი ელიზბარ გულისაშვილი, პოლკოვნიკი ალექსანდრე მაჭავარიანი, პოლკოვნიკი დიმიტრი ჩრდილელი, როტმისტრი სვიმონ (სიმონიკა) ბაგრატიონ-მუხრანელი, როტმისტრი ფარნაოზ ყარალაშვილი, ლეიტენანტი ლევან (ლელო) კლიმიაშვილი, სამხედრო მოხელე ნიკოლოზ ზანდუკელი, იასონ კერესელიძე, სვიმონ ჭიაბრიშვილი, ივანე ქუთათელაძე.ილია მეორე მიიჩნევს, რომ საზოგადოებმა უნდა იცოდეს ამ გმირთა სახელები და საბჭოთა ათეისტური რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოსთვის შეწირულთა ისტორია, რადგან ეს წარსული ქვეყნის დამოუკიდებლობისა და დღევანდელობის საფუძველია.წყარო - საპატრიარქო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748779_0:60:1939:1514_1920x0_80_0_0_14e3765b7e66215e2a24569dcbcee109.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საზოგადოება
ილია მეორე: წინასწარ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს აღნიშნავს.
თბილისი, 21 მაისი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორე საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
როგორც პატრიარქი წერილში აღნიშნავს, ახლოვდება ყველა ქართველისათვის და საქართველოს ყველა მოქალაქისათვის გამორჩეული თარიღი, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე - 26 მაისი.
„მინდა, დღესვე წინასწარ მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ღმერთმა თავისი მოწყალებით დაიცვას სრულიად საქართველო, ყოველი თქვენგანი, - როგორც საქართველოში მცხოვრებნი, ისე სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფნი. ღმერთმა მშვიდობა და სულიერი სიხარული მოგმადლოთ“, - ნათქვამია წერილში.
ილია მეორის განცხადებით, ეს მოვლენა 1918 წელს მოხდა და მას ერთი წლით უსწრებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება. მისი თქმით, ამ ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტით საქართველომ 100 წელზე მეტი ხნის წინ გაუქმებული ეკლესიისა და ქვეყნის სუვერენიტეტი დაიბრუნა და დამოუკიდებელი, თვითმმართველი სახელმწიფო გახდა.
პატრიარქმა 1923 წლის 20-21 მაისის მოვლენებიც გაიხსენა, როდესაც ბოლშევიკებმა დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი კომიტეტის სამხედრო ცენტრის 15 წევრი ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზების მცდელობისთვის დახვრიტეს.
ესენი იყვნენ: გენერალი კოტე აფხაზი (კონსტანტინე შერვაშიძე), გენერალური შტაბის წევრი, გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გენერალი ვარდენ წულუკიძე, პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი, პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი, პოლკოვნიკი ელიზბარ გულისაშვილი, პოლკოვნიკი ალექსანდრე მაჭავარიანი, პოლკოვნიკი დიმიტრი ჩრდილელი, როტმისტრი სვიმონ (სიმონიკა) ბაგრატიონ-მუხრანელი, როტმისტრი ფარნაოზ ყარალაშვილი, ლეიტენანტი ლევან (ლელო) კლიმიაშვილი, სამხედრო მოხელე ნიკოლოზ ზანდუკელი, იასონ კერესელიძე, სვიმონ ჭიაბრიშვილი, ივანე ქუთათელაძე.
„კოტე აფხაზის ბოლო სიტყვები იყო: „ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს“, - წერს პატრიარქი წერილში.
ილია მეორე მიიჩნევს, რომ საზოგადოებმა უნდა იცოდეს ამ გმირთა სახელები და საბჭოთა ათეისტური რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოსთვის შეწირულთა ისტორია, რადგან ეს წარსული ქვეყნის დამოუკიდებლობისა და დღევანდელობის საფუძველია.