https://sputnik-georgia.com/20230520/tbilissi-qartuli-komerciuli-aviaciis-100-wlistavs-arnisnaven-277871833.html
თბილისში ქართული კომერციული ავიაციის 100 წლისთავს აღნიშნავენ
თბილისში ქართული კომერციული ავიაციის 100 წლისთავს აღნიშნავენ
Sputnik საქართველო
1923 წლის 10 მაისს საქართველოში პირველი კომერციული სამგზავრო ავიარეისი შესრულდა. 20.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-20T16:53+0400
2023-05-20T16:53+0400
2023-05-20T16:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საზოგადოება
საქართველოს ისტორიიდან
ფაქტები ისტორიიდან
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24544/84/245448483_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_3a24254db6bac6d97ef6ae410ec9900a.jpg
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ქართული კომერციული ავიაციის 100 წელთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 20-21 მაისს, დედაენის პარკში ორდღიან ღონისძიებას მართავს, ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.100 წლის წინ, 1923 წლის 10 მაისს საქართველოში პირველი კომერციული სამგზავრო ავიარეისი შესრულდა. Junkers F 13-მა რეისი თბილისი-მანგლისის მიმართულებით მხოლოდ ერთი მგზავრით შეასრულა, თვითმფრინავს მეთაური შპილი და ბორტტექნიკოსი საღარაძე მართავდნენ.Junkers F 13 ავიაციის ისტორიაში პირველი თვითმფრინავია, რომელიც თავდაპირველად დაპროექტებული იყო, როგორც სამგზავრო. ის ასევე მსგავსი დანიშნულების პირველი მანქანაა, რომელსაც მთლიანად ლითონის კონსტრუქცია ჰქონდა. 1924 წლიდან კი დაინიშნა რეისები თბილისი-ბაქოს მიმართულებითაც.„საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც სამოქალაქო ავიაციის განვითარებაში საგრძნობი წვლილი შეიტანეს და ეს სფერო დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და წამყვან სფეროდ რჩება ჩვენს ქვეყანაში“, -აღნიშნავენ კომპანიაში.პირველი ქართველი მფრინავ-კონსტრუქტორი და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფუძემდებელი ბესარიონ ქებურიაა. მან 1908 წელს საკუთარი ხელით ააგო პლანერი და საბურთალოს მთებიდან საცდელ ფრენებს ატარებდა. პარიზის საფრენოსნო სკოლაში ჩაბარების შემდეგ ბესარიონ ქებურია გახდა პირველი ლიცენზირებული მფრინავი საქართველოში.ბესარიონ ქებურიას ხელმძღვანელობით აშენდა პირველი აეროდრომები თბილისში, ბაქოში, სოხუმში, ბათუმში, დაიგეგმა საჰაერო ტრასები ბაქო-თბილისი-სოხუმი-სოჭი-მოსკოვი, ბაქო-თბილისი-ქუთაისი-სოხუმი.აშშ-ის ავიაციის თვალსაჩინო მოღვაწეა ქართველი ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი). ქართველიშვილმა რამდენიმე თვითმფრინავი შექმნა, მათ შორის, მეორე მსოფლიო ომის დროს – თვითმფრინავი Republic P-47, რომელიც ომის ბოლო წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ-ერთ მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა. ავიამშენებლობისა და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის ქართველ ინჟინერს მიღებული ჰქონდა აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი.ქართული ავიაციის განვითარებაში, მამაკაცების გვერდით, აქტიურად მონაწილეობდნენ და ჩართული იყვნენ ქალებიც. პირველ ქართველ მფრინავ ქალებზე ბევრი ისტორიული ცნობა არ მოგვეპოვება, თუმცა დადასტურებულია, რომ პირველი მფრინავი ქალები იყვნენ ნინო ხუბულავა და რუსუდან ჟორდანია სამეგრელოდან და ფადიკო გოგიტიძე აჭარიდან.საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ღონისძიებაზე მოწვეული არიან ვეტერანი ავიატორები და ბესარიონ ქებურიას შთამომავალი.ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება: საინფორმაციო სტენდი ავიაციის მთავარი ისტორიული ფიგურებით; ფოტო-სტენდი, სადაც ქართველი და იტალიელი მფრინავების 3D გამოსახულებები იქნება წარმოდგენილი „ანსალდოს“ თვითმფრინავის ფონზე; ასევე პეტრე ოცხელის საგამოფენო სტენდი; გარდა ამისა, დაგეგმილია საბავშვო აქტივობები და ვორქშოფები, სადაც ბავშვები დაამზადებენ თვითმფრინავებს იქნებიან ანიმატორები, ასევე, იქნება ბევრი სიურპრიზი და საჩუქარი ბავშვებისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24544/84/245448483_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_a4db090d662a0cf5cd658428cd807a3b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, საქართველოს ისტორიიდან , ფაქტები ისტორიიდან
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, საქართველოს ისტორიიდან , ფაქტები ისტორიიდან
თბილისში ქართული კომერციული ავიაციის 100 წლისთავს აღნიშნავენ
1923 წლის 10 მაისს საქართველოში პირველი კომერციული სამგზავრო ავიარეისი შესრულდა.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ქართული კომერციული ავიაციის 100 წელთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 20-21 მაისს, დედაენის პარკში ორდღიან ღონისძიებას მართავს, ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
100 წლის წინ, 1923 წლის 10 მაისს საქართველოში პირველი კომერციული სამგზავრო ავიარეისი შესრულდა. Junkers F 13-მა რეისი თბილისი-მანგლისის მიმართულებით მხოლოდ ერთი მგზავრით შეასრულა, თვითმფრინავს მეთაური შპილი და ბორტტექნიკოსი საღარაძე მართავდნენ.
Junkers F 13 ავიაციის ისტორიაში პირველი თვითმფრინავია, რომელიც თავდაპირველად დაპროექტებული იყო, როგორც სამგზავრო. ის ასევე მსგავსი დანიშნულების პირველი მანქანაა, რომელსაც მთლიანად ლითონის კონსტრუქცია ჰქონდა. 1924 წლიდან კი დაინიშნა რეისები თბილისი-ბაქოს მიმართულებითაც.
„საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც სამოქალაქო ავიაციის განვითარებაში საგრძნობი წვლილი შეიტანეს და ეს სფერო დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და წამყვან სფეროდ რჩება ჩვენს ქვეყანაში“, -აღნიშნავენ კომპანიაში.
პირველი ქართველი მფრინავ-კონსტრუქტორი და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფუძემდებელი ბესარიონ ქებურიაა. მან 1908 წელს საკუთარი ხელით ააგო პლანერი და საბურთალოს მთებიდან საცდელ ფრენებს ატარებდა. პარიზის საფრენოსნო სკოლაში ჩაბარების შემდეგ ბესარიონ ქებურია გახდა პირველი ლიცენზირებული მფრინავი საქართველოში.
ბესარიონ ქებურიას ხელმძღვანელობით აშენდა პირველი აეროდრომები თბილისში, ბაქოში, სოხუმში, ბათუმში, დაიგეგმა საჰაერო ტრასები ბაქო-თბილისი-სოხუმი-სოჭი-მოსკოვი, ბაქო-თბილისი-ქუთაისი-სოხუმი.
აშშ-ის ავიაციის თვალსაჩინო მოღვაწეა ქართველი ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი). ქართველიშვილმა რამდენიმე თვითმფრინავი შექმნა, მათ შორის, მეორე მსოფლიო ომის დროს – თვითმფრინავი Republic P-47, რომელიც ომის ბოლო წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ-ერთ მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა. ავიამშენებლობისა და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის ქართველ ინჟინერს მიღებული ჰქონდა აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი.
ქართული ავიაციის განვითარებაში, მამაკაცების გვერდით, აქტიურად მონაწილეობდნენ და ჩართული იყვნენ ქალებიც. პირველ ქართველ მფრინავ ქალებზე ბევრი ისტორიული ცნობა არ მოგვეპოვება, თუმცა დადასტურებულია, რომ პირველი მფრინავი ქალები იყვნენ ნინო ხუბულავა და რუსუდან ჟორდანია სამეგრელოდან და ფადიკო გოგიტიძე აჭარიდან.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ღონისძიებაზე მოწვეული არიან ვეტერანი ავიატორები და ბესარიონ ქებურიას შთამომავალი.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება: საინფორმაციო სტენდი ავიაციის მთავარი ისტორიული ფიგურებით; ფოტო-სტენდი, სადაც ქართველი და იტალიელი მფრინავების 3D გამოსახულებები იქნება წარმოდგენილი „ანსალდოს“ თვითმფრინავის ფონზე; ასევე პეტრე ოცხელის საგამოფენო სტენდი; გარდა ამისა, დაგეგმილია საბავშვო აქტივობები და ვორქშოფები, სადაც ბავშვები დაამზადებენ თვითმფრინავებს იქნებიან ანიმატორები, ასევე, იქნება ბევრი სიურპრიზი და საჩუქარი ბავშვებისთვის.