https://sputnik-georgia.com/20230520/tbilisi-moskovis-tvitmfrinavi-vnukovos-aeroportsi-daesva-277872431.html
თბილისი-მოსკოვის თვითმფრინავი ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა
თბილისი-მოსკოვის თვითმფრინავი ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა
Sputnik საქართველო
მგზავრობის საერთო დრომ სამსაათნახევარი შეადგინა 20.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-20T16:13+0400
2023-05-20T16:13+0400
2023-05-20T16:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
ქართულ–რუსული ურთიერთობები
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24465/23/244652355_0:256:2730:1792_1920x0_80_0_0_e4cc3c516145907a2cdd5b649656bb7d.jpg
თბილისი, 20 მაისი – Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის პირველი თვითმფრინავი, რომელმაც ოთხწლიანი პაუზის შემდეგ პირდაპირი რეისი თბილისი-მოსკოვი შეასრულა, რუსეთის დედაქალაქში, ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა, წერს „რია ნოვოსტი“.ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის პირველი პირდაპირი რეისი თბილისი-მოსკოვი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, შაბათს დილით, 20 მაისს შესრულდა. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დილის 8 საათზე გაფრინდა.თვითმფრინავი მოსკოვში ადგილობრივი დროით 10:16 საათზე დაეშვა. მგზავრობის დრომ 3,5 საათი შეადგინა. ბილეთები პირველ რეისზე ორ საათში გაიყიდა.ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის ხელმძღვანელის, თამაზ გაიაშვილის თქმით, რომელმაც რეისის მგზავრები თბილისიდან გააცილა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენით კმაყოფილია.19 მაისს რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ თვითმფრინავმა ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ქვეყნებს შორის პირველი რეისი შეასრულა და საქართველოს დედაქალაქში დაეშვა. ბორტზე 86 მგზავრი იმყოფებოდა.რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა ასევე მიიღო ნებართვა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან და ის თბილისსა და ქუთაისში იფრენს.კახეთში სასტუმროსთან აქციის მონაწილეთა ნაწილი დააკავეს: ლავროვის ოჯახი ყურადღების ცენტრშია >>რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა 10 მაისს გააუქმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24465/23/244652355_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_fb5f33aaa218f132aeb757495076c8a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი
თბილისი-მოსკოვის თვითმფრინავი ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა
მგზავრობის საერთო დრომ სამსაათნახევარი შეადგინა
თბილისი, 20 მაისი – Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის პირველი თვითმფრინავი, რომელმაც ოთხწლიანი პაუზის შემდეგ პირდაპირი რეისი თბილისი-მოსკოვი შეასრულა, რუსეთის დედაქალაქში, ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა, წერს „რია ნოვოსტი“.
ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის პირველი პირდაპირი რეისი თბილისი-მოსკოვი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, შაბათს დილით, 20 მაისს შესრულდა. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დილის 8 საათზე გაფრინდა.
თვითმფრინავი მოსკოვში ადგილობრივი დროით 10:16 საათზე დაეშვა. მგზავრობის დრომ 3,5 საათი შეადგინა. ბილეთები პირველ რეისზე ორ საათში გაიყიდა.
ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის ხელმძღვანელის, თამაზ გაიაშვილის თქმით, რომელმაც რეისის მგზავრები თბილისიდან გააცილა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენით კმაყოფილია.
„საქართველოს მოსახლეობა - 90%-ზე მეტი, დიდი ენთუზიაზმით შეხვდა ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას. ვლადიმერ პუტინის განკარგულებით ყველა გახარებულია“, - განაცხადა თამაზ გაიაშვილმა МИР 24-თან საუბრისას.
19 მაისს რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ თვითმფრინავმა ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ქვეყნებს შორის პირველი რეისი შეასრულა და საქართველოს დედაქალაქში დაეშვა. ბორტზე 86 მგზავრი იმყოფებოდა.
რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა ასევე მიიღო ნებართვა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან და ის თბილისსა და ქუთაისში იფრენს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა 10 მაისს გააუქმა.