https://sputnik-georgia.com/20230520/sastumro-uaryofs-informacvias-sergei-lavrovis-qalisvilis-stumrobis-sesaxeb-277868004.html
სასტუმრო უარყოფს ინფორმაციას სერგეი ლავროვის ქალიშვილის სტუმრობის შესახებ
სასტუმრო უარყოფს ინფორმაციას სერგეი ლავროვის ქალიშვილის სტუმრობის შესახებ
Sputnik საქართველო
ოპოზიციურმა ტელეკომპანია „მთავარმა" პარასკევს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ქალიშვილი საქართველოში იმყოფება. 20.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-20T12:30+0400
2023-05-20T12:30+0400
2023-05-20T15:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საზოგადოება
კახეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/14/277866444_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_cca6fdf3fc48dbb91a00a20da1bdeb47.jpg
თბილისი, 20 მაისი – Sputnik. კახეთში მდებარე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო Akhasheni Wine Resort and Spa-ს ადმინისტრაციამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ქალიშვილის სტუმრობისა და სასტუმროში საქორწილო ღონისძიების გამართვის შესახებ, ნათქვამია განცხადებაში.19 მაისს ოპოზიციურმა ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ქალიშვილი საქართველოში იმყოფებოდა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლავროვის ოჯახი თითქოსდა კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება, საქმრო კი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმაა.მათი თქმით, სასტუმროს პრეროგატივაში სტუმრების იდენტიფიცირება არ შედის და ისინი მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს ემსახურებიან.„ცხადია, ვემსახურებით ყველას, ვინც სასტუმროში ვიზიტს ჯავშნის სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით. ჩვენი პრეროგატივა არ არის მოვახდინოთ სტუმრების იდენტიფიცირება. სასტუმროს ამის არც რესურსი და არც ვალდებულება არ გააჩნია“, - ნათქვამია განცხადებაში.სასტუმროს ადმინისტრაციაში ასევე განაცხადეს, რომ სასტუმროში არანაირი ღონისძიება არ ჩატარებულა და არც კვირისთვის იგეგმება.„მედიაში გავრცელებული ქორწილის კადრები ჩვენს სასტუმროში არ არის გადაღებული. მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.ლავროვის გვარით სტუმრების არსებობა უარყვეს ასევე სასტუმროში „ყვარლის ტბა“ (Kvareli Lake Resort). მედიის ნაწილი იუწყებოდა, რომ ქორწილზე ჩამოსული სტუმრების ნაწილი ამ სასტუმროში დაბინავდა.ტელეარხ „მთავარის“ მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქალიშვილის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე თბილისის ცენტრში გაიმართა აქცია, რომელზეც საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის მოწინააღმდეგე რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა.აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტის მთავარი მიზეზი არის უკმაყოფილება იმის გამო, რომ ხელისუფლებამ პროდასავლური კურსიდან გადაუხვია და საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/14/277866444_256:0:1792:1152_1920x0_80_0_0_8a612129c7b57382b6881e136720839c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, კახეთი , ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, კახეთი , ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი
სასტუმრო უარყოფს ინფორმაციას სერგეი ლავროვის ქალიშვილის სტუმრობის შესახებ
12:30 20.05.2023 (განახლებულია: 15:26 20.05.2023) ოპოზიციურმა ტელეკომპანია „მთავარმა" პარასკევს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ქალიშვილი საქართველოში იმყოფება.
თბილისი, 20 მაისი – Sputnik. კახეთში მდებარე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო Akhasheni Wine Resort and Spa-ს ადმინისტრაციამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ქალიშვილის სტუმრობისა და სასტუმროში საქორწილო ღონისძიების გამართვის შესახებ, ნათქვამია განცხადებაში.
19 მაისს ოპოზიციურმა ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ქალიშვილი საქართველოში იმყოფებოდა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლავროვის ოჯახი თითქოსდა კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება, საქმრო კი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმაა.
„ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ჩვენს სასტუმროში ლავროვის შვილის სტუმრობასა და საქორწილო ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით არის ტყუილი და მიზანმიმართულად გავრცელებული პროვოკაცია. სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტსა და სპას" ლავროვის გვარით დაჯავშნილი სტუმარი არ ჰყავს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მათი თქმით, სასტუმროს პრეროგატივაში სტუმრების იდენტიფიცირება არ შედის და ისინი მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს ემსახურებიან.
„ცხადია, ვემსახურებით ყველას, ვინც სასტუმროში ვიზიტს ჯავშნის სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით. ჩვენი პრეროგატივა არ არის მოვახდინოთ სტუმრების იდენტიფიცირება. სასტუმროს ამის არც რესურსი და არც ვალდებულება არ გააჩნია“, - ნათქვამია განცხადებაში.
სასტუმროს ადმინისტრაციაში ასევე განაცხადეს, რომ სასტუმროში არანაირი ღონისძიება არ ჩატარებულა და არც კვირისთვის იგეგმება.
„მედიაში გავრცელებული ქორწილის კადრები ჩვენს სასტუმროში არ არის გადაღებული. მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ლავროვის გვარით სტუმრების არსებობა უარყვეს ასევე სასტუმროში „ყვარლის ტბა“ (Kvareli Lake Resort). მედიის ნაწილი იუწყებოდა, რომ ქორწილზე ჩამოსული სტუმრების ნაწილი ამ სასტუმროში დაბინავდა.
„ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ტელეარხ „მთავარის“ მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქალიშვილის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე თბილისის ცენტრში გაიმართა აქცია, რომელზეც საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის მოწინააღმდეგე რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტის მთავარი მიზეზი არის უკმაყოფილება იმის გამო, რომ ხელისუფლებამ პროდასავლური კურსიდან გადაუხვია და საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას.