https://sputnik-georgia.com/20230520/pirvelad-saqartvelosi-tbilissi-kompozitori-ludoviko-ainaudi-wardgeba-277881143.html
პირველად საქართველოში: თბილისში კომპოზიტორი ლუდოვიკო ეინაუდი წარდგება
პირველად საქართველოში: თბილისში კომპოზიტორი ლუდოვიკო ეინაუდი წარდგება
Sputnik საქართველო
საქართველოს დედაქალაქში მსოფლიო კლასიკის ისტორიაში შესული იტალიელი კომპოზიტორი წარდგება 20.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-20T23:53+0400
2023-05-20T23:53+0400
2023-08-17T19:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/14/277868395_0:267:2560:1707_1920x0_80_0_0_0851c35cc100ae76bbec176a736ca576.jpg
თბილისი, 20 მაისი – Sputnik. ცნობილი იტალიელი კომპოზიტორი და პიანისტი ლუდოვიკო ეინაუდი, რომელსაც ჩვენი დროის ერთ-ერთ მთავარ კომპოზიტორს უწოდებენ, თბილისში პირველად 2023 წლის 30 სექტემბერს წარდგება, აცხადებენ ორგანიზატორები.მუსიკოსის კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) სცენაზე, 20:00 საათზე გაიმართება. სექტემბერში ცნობილი იტალიელი პიანისტის კონცერტები ასევე დაგეგმილია ყაზახეთში, უზბეკეთსა და აზერბაიჯანში.ლუდოვიკო ეინაუდი - იტალიელი კომპოზიტორი, რომელიც უკვე ჩაწერილია მსოფლიო კლასიკის ისტორიაში, წერენ არტისტის კონცერტის ორგანიზატორები. ის არის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კომპოზიტორი, ნეოკლასიკური მუსიკის ყველაზე ნიშანდობლივი ფიგურა, ბევრი ცნობილი ფილმების მუსიკის ავტორი.„მისი შემოქმედება ჰარმონიულად ითვისებს კლასიკის ურღვევ ტრადიციებს, ეთნიკურ მოტივებს, თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას და პოპულარული მუსიკის დინამიურობას. ამ გენიალური კომპოზიტორის საუნდტრეკები შეიძლება მოისმინოთ ევროპისა და ჰოლივუდის ყველაზე პოპულარულ ფილმებში“, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.ეინაუდი არის ტურინიდან. სწავლობდა ჯუზეპე ვერდის სახელობის მილანის კონსერვატორიაში, ასევე კომპოზიტორ ლუჩიანო ბერიოსთან, რომელსაც ახასიათებს ავანგარდული ძიება ახალი აკუსტიკური გარემოსა და მუსიკალური ტექსტურის, ელექტრონული მუსიკის გამოყენების ჩათვლით.ლუდოვიკომ დაიწყო თავისი კარიერა, როგორც კლასიკური კომპოზიტორმა, მაგრამ მალევე შემოიტანა სხვა სტილი თავის ნამუშევრებში, მათ შორის პოპ და როკ მუსიკა, ეთნიკური და ხალხური მუსიკა.თავის ნამუშევრებში ეინაუდი ასევე ხშირად იყენებდა ემბიენტის სტილს. კრიტიკოსებისა და მსმენელების აზრით, მისი მუსიკა ხშირად მედიტაციური და ინტროსპექტულია, მასში იგრძნობა მინიმალიზმი და ამავე დროს თანამედროვე პოპ-მუსიკის კვალი.ლუდოვიკო ეინაუდი არის მუსიკის კომპოზიტორი ისეთი ფილმებისთვის, როგორიცაა „1+1" და „მე ისევ აქ ვარ", სატელევიზიო მინი-სერიალისთვის „ექიმი ჟივაგო" და Acquario, რისთვისაც მან მიიღო Grolla d'oro-ს პრემია „საუკეთესო საუნდტრეკის" ნომინაციაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/14/277868395_346:264:2270:1707_1920x0_80_0_0_c472f9bf8e76be3ad0de926f9efb5290.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
პირველად საქართველოში: თბილისში კომპოზიტორი ლუდოვიკო ეინაუდი წარდგება
23:53 20.05.2023 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) საქართველოს დედაქალაქში მსოფლიო კლასიკის ისტორიაში შესული იტალიელი კომპოზიტორი წარდგება
თბილისი, 20 მაისი – Sputnik. ცნობილი იტალიელი კომპოზიტორი და პიანისტი ლუდოვიკო ეინაუდი, რომელსაც ჩვენი დროის ერთ-ერთ მთავარ კომპოზიტორს უწოდებენ, თბილისში პირველად 2023 წლის 30 სექტემბერს წარდგება, აცხადებენ ორგანიზატორები.
მუსიკოსის კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) სცენაზე, 20:00 საათზე გაიმართება. სექტემბერში ცნობილი იტალიელი პიანისტის კონცერტები ასევე დაგეგმილია ყაზახეთში, უზბეკეთსა და აზერბაიჯანში.
ლუდოვიკო ეინაუდი - იტალიელი კომპოზიტორი, რომელიც უკვე ჩაწერილია მსოფლიო კლასიკის ისტორიაში, წერენ არტისტის კონცერტის ორგანიზატორები. ის არის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კომპოზიტორი, ნეოკლასიკური მუსიკის ყველაზე ნიშანდობლივი ფიგურა, ბევრი ცნობილი ფილმების მუსიკის ავტორი.
„მისი შემოქმედება ჰარმონიულად ითვისებს კლასიკის ურღვევ ტრადიციებს, ეთნიკურ მოტივებს, თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას და პოპულარული მუსიკის დინამიურობას. ამ გენიალური კომპოზიტორის საუნდტრეკები შეიძლება მოისმინოთ ევროპისა და ჰოლივუდის ყველაზე პოპულარულ ფილმებში“, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ეინაუდი არის ტურინიდან. სწავლობდა ჯუზეპე ვერდის სახელობის მილანის კონსერვატორიაში, ასევე კომპოზიტორ ლუჩიანო ბერიოსთან, რომელსაც ახასიათებს ავანგარდული ძიება ახალი აკუსტიკური გარემოსა და მუსიკალური ტექსტურის, ელექტრონული მუსიკის გამოყენების ჩათვლით.
ლუდოვიკომ დაიწყო თავისი კარიერა, როგორც კლასიკური კომპოზიტორმა, მაგრამ მალევე შემოიტანა სხვა სტილი თავის ნამუშევრებში, მათ შორის პოპ და როკ მუსიკა, ეთნიკური და ხალხური მუსიკა.
თავის ნამუშევრებში ეინაუდი ასევე ხშირად იყენებდა ემბიენტის სტილს. კრიტიკოსებისა და მსმენელების აზრით, მისი მუსიკა ხშირად მედიტაციური და ინტროსპექტულია, მასში იგრძნობა მინიმალიზმი და ამავე დროს თანამედროვე პოპ-მუსიკის კვალი.
ლუდოვიკო ეინაუდი არის მუსიკის კომპოზიტორი ისეთი ფილმებისთვის, როგორიცაა „1+1" და „მე ისევ აქ ვარ", სატელევიზიო მინი-სერიალისთვის „ექიმი ჟივაგო" და Acquario, რისთვისაც მან მიიღო Grolla d'oro-ს პრემია „საუკეთესო საუნდტრეკის" ნომინაციაში.