https://sputnik-georgia.com/20230519/ursula-fon-der-laienis-gamosvla-didi-svideulis-samitze-277835638.html
ფონ დერ ლაიენი: მოლაპარაკებები, რომლებიც უკრაინასა და რუსეთს ათანაბრებს, მიუღებელია
ფონ დერ ლაიენი: მოლაპარაკებები, რომლებიც უკრაინასა და რუსეთს ათანაბრებს, მიუღებელია
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ჩვენ უნდა უარვყოთ ყველა ინიციატივა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, თუ ის ორ მხარეს თანასწორად წარმოაჩენს... 19.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-19T14:43+0400
2023-05-19T14:43+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
ევროკომისია
დიდი შვიდეული
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ახალი ამბები
პოლიტიკა
ურსულა ფონ დერ ლაიენი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264624137_541:438:3403:2048_1920x0_80_0_0_cc9c8f8353e09620563d7ec45a70f6d2.jpg
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ჩვენ უნდა უარვყოთ ყველა ინიციატივა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, თუ ის ორ მხარეს თანასწორად წარმოაჩენს, განაცხადა G7-ის სამიტზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.ამასთან ფონ დერ ლაიენს მიაჩნია, რომ „დიდმა შვიდეულმა“ უკრაინას უნდა გადასცეს ყველა ის ინსტრუმენტი, რომლებიც ქვეყნის „წარმატებით დაცვის, სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ესაჭიროება“.ამასთანავე ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ქმედებებით დასავლეთიც დაზარალდა, ვინაიდან მხოლოდ ევროკავშირმა რუსეთიდან ომამდელი ექსპორტის თითქმის 55% (50 მლრდ ევრო წელიწადში) და რუსეთში იმპორტის 60%-ზე მეტი (90 მლრდ ევრო წელიწადში) აკრძალა, რათა მოსკოვისთვის შემოსავლების ნაკადები შეემცირებინა.G7-ის სამიტი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში იმართება. გავრცელებული ცნობით, გარდა წევრი ქვეყნებისა, სამიტში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს უშუალო მონაწილეობას. ზელენსკი ჰიროსიმაში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავით შაბათს, საღამოს ჩაფრინდება საუდის არაბეთიდან, სადაც ის არაბულ სახელმწიფოთა ლიგის სამიტს ესწრება.წყარო: European Commission
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264624137_1133:433:3287:2048_1920x0_80_0_0_ff72daabdf63c28cfcea0a707c311821.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ევროკომისია, დიდი შვიდეული, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ახალი ამბები, პოლიტიკა, ურსულა ფონ დერ ლაიენი, მსოფლიოს ახალი ამბები
ევროკომისია, დიდი შვიდეული, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ახალი ამბები, პოლიტიკა, ურსულა ფონ დერ ლაიენი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ჩვენ უნდა უარვყოთ ყველა ინიციატივა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, თუ ის ორ მხარეს თანასწორად წარმოაჩენს, განაცხადა G7-ის სამიტზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
„ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს. ყველაზე მეტად მშვიდობა უკრაინელებს უნდათ, მაგრამ სამართლიანი მშვიდობა. სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომლებიც აგრესორსა და მსხვერპლს ათანაბრებს, უარყოფილი უნდა იყოს“, — აღნიშნა მან.
ამასთან ფონ დერ ლაიენს მიაჩნია, რომ „დიდმა შვიდეულმა“ უკრაინას უნდა გადასცეს ყველა ის ინსტრუმენტი, რომლებიც ქვეყნის „წარმატებით დაცვის, სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ესაჭიროება“.
„ჩვენ უნდა აღმოვუჩინოთ უკრაინას აუცილებელი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა. და ეს უნდა ვაკეთოთ მანამ, სანამ საჭირო იქნება“, — აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ამასთანავე ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ქმედებებით დასავლეთიც დაზარალდა, ვინაიდან მხოლოდ ევროკავშირმა რუსეთიდან ომამდელი ექსპორტის თითქმის 55% (50 მლრდ ევრო წელიწადში) და რუსეთში იმპორტის 60%-ზე მეტი (90 მლრდ ევრო წელიწადში) აკრძალა, რათა მოსკოვისთვის შემოსავლების ნაკადები შეემცირებინა.
„მაგრამ ჩვენი მასირებული სანქციების გვერდის ავლა უფრო და უფრო ხშირდება. <...> ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს“, — აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
G7-ის სამიტი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში იმართება. გავრცელებული ცნობით, გარდა წევრი ქვეყნებისა, სამიტში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს უშუალო მონაწილეობას. ზელენსკი ჰიროსიმაში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავით შაბათს, საღამოს ჩაფრინდება საუდის არაბეთიდან, სადაც ის არაბულ სახელმწიფოთა ლიგის სამიტს ესწრება.