საქართველოში ამინდი გაუარესდება

© Sputnik / Alexander Imedashviliწვიმა ბათუმში
წვიმა ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2023
გამოწერა
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს შაბათ-კვირას წვიმიანი ამინდი ელოდებათ
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტო უქმეებზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარებას პროგნოზირებს.
სინოპტიკოსების ცნობით, 20 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 21 მაისის ჩათვლით პერიოდში საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა.
უამინდობა ქვეყნის ტერიტორიაზე ორშაბათსაც შენარჩუნდება.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
ყველა ახალი ამბავი
0