https://sputnik-georgia.com/20230519/saqartvelom-msvidoba-pragmatuli-politikit-seinarcuna-raribasvili-277844945.html
საქართველომ მშვიდობა პრაგმატული პოლიტიკით შეინარჩუნა - პრემიერი
საქართველომ მშვიდობა პრაგმატული პოლიტიკით შეინარჩუნა - პრემიერი
Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა არაერთხელ განაცხადა, რომ ხელისუფლება გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, რომელშიც ასახულია ქვეყნისა და ხალხის ეროვნული ინტერესები. 19.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-19T18:32+0400
2023-05-19T18:32+0400
2023-05-19T22:31+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/08/268340142_0:105:1024:682_1920x0_80_0_0_676a22b22684271153b0a129f2708bb3.jpg
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება თავისი პრაგმატული პოლიტიკის წყალობით შეძლო, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ არ დააწესებს, რადგან ამის გამო მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს. მისი თქმით, ქვეყანა დაიღალა ომებით და ახლა მას განვითარება და მშვიდობა სჭირდება. „არც ნატოს წევრი ქვეყანა ვართ, არც ევროკავშირის, ჯერჯერობით. როგორ ფიქრობთ, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დავიცვათ და ქვეყანა გავაერთიანოთ?" – აღნიშნა ღარიბაშვილმა. პრემიერმა არაერთხელ განაცხადა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, რომელიც ასახავს ქვეყნის, ხალხის ინტერესებს და რომლის საბოლოო მიზანიც ქვეყნის გაერთიანებაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/08/268340142_159:135:888:682_1920x0_80_0_0_c481dd6efdc428e58858bbfce32c40d0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა
საქართველომ მშვიდობა პრაგმატული პოლიტიკით შეინარჩუნა - პრემიერი
18:32 19.05.2023 (განახლებულია: 22:31 19.05.2023) საქართველოს პრემიერმა არაერთხელ განაცხადა, რომ ხელისუფლება გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, რომელშიც ასახულია ქვეყნისა და ხალხის ეროვნული ინტერესები.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება თავისი პრაგმატული პოლიტიკის წყალობით შეძლო, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ არ დააწესებს, რადგან ამის გამო მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს.
„მე მაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები... ჩვენმა ხელისუფლებამ ჩვენი სწორი, პრაგმატული პოლიტიკის გატარებით მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება შეძლო", – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ქვეყანა დაიღალა ომებით და ახლა მას განვითარება და მშვიდობა სჭირდება.
„არც ნატოს წევრი ქვეყანა ვართ, არც ევროკავშირის, ჯერჯერობით. როგორ ფიქრობთ, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დავიცვათ და ქვეყანა გავაერთიანოთ?" – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა არაერთხელ განაცხადა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, რომელიც ასახავს ქვეყნის, ხალხის ინტერესებს და რომლის საბოლოო მიზანიც ქვეყნის გაერთიანებაა.