„როსავიაციამ" Georgian Airways-ს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების ნებართვა მისცა

© photo: Sputnik / StringerGeorgian Airways-ის თვითმფრინავი
Georgian Airways-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2023
გამოწერა
ქართულ ავიაკომპანიას 20 მაისიდან ფრენების კვირაში შვიდჯერ შესრულება შეუძლია.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. „როსავიაციამ" ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს შესაბამისი ნებართვა მისცა თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენების შესასრულებლად, აღნიშნეს უწყებაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა, რომელიც თითქმის ოთხი წელი მოქმედებდა, 10 მაისს გააუქმა.

„როსავიაციამ", რუსეთისა და საქართველოს საავიაციო ხელისუფლებების ურთიერთგაგებისა და შეთანხმებების განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, შესაბამისი ნებართვა გასცა ავიაკომპანია Georgian Airways-ის მიერ თბილისი–მოსკოვი–თბილისის მარშრუტზე ფრენების შესრულებაზე", – ნათქვამია რუსული უწყების განცხადებაში Telegram-არხზე.

Georgian Airways რეისებს თბილისი–მოსკოვი–თბილისის მიმართულებით 20 მაისიდან შეასრულებს.
პირდაპირ ავიამიმოსვლაზე ქვეყნებს შორის ნებართვა ამ ეტაპზე სამ ავიაკომპანიას აქვს მიღებული, მათგან ორი რუსულია – Azimuth და Red Wings და ერთი ქართული – Georgian Airways. სულ რეისების შესრულების სურვილი ხუთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა.
მანამდე რუსულმა ავიაკომპანიებმა „აზიმუტმა" და Red Wings-მა მიიღეს ორი ქვეყნის ქალაქებს შორის ფრენების ნებართვა საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მხრიდან.
თბილისში ოთხი წლის შემდეგ მოსკოვიდან პირველი თვითმფრინავი დაეშვა>>
„აზიმუტმა" პარასკევს უკვე შეასრულა პირველი რეისი ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0