„მე 1942 წელს მოვკვდი“: პატარა გოგონამ დედას თავისი წინა ცხოვრება უამბო - ვიდეო

  - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2023
გამოწერა
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. მახსოვს, როგორ მოვყევი ავტოავარიაში 1942 წელს და გარდავიცვალე, უთხრა ხუთი წლის გოგონამ დედას, რითაც ის სერიოზულად შეაშფოთა, წერს გამოცემა Daily Star.
გავრცელებული ცნობით, ორი შვილის დედამ, სახელად ეშლიმ შვილის უცნაური მონათხრობი, რომელიც ახლა უკვე ცხრა წლისაა, TikTok-ზე გამოაქვეყნა. ვიდეოში ის ამბობს, რომ მისი გოგონა ჯერ კიდევ ხუთი წლის იყო, როდესაც უთხრა:

„მოდი, თავი მოვიკატუნოთ, თითქოს შენ ჩემი ნამდვილი დედა ხარ. სინამდვილეში შენ ჩემი ახალი დედა ხარ, ნამდვილი კი დიდი ხნის წინ დაიღუპა. მერე მე ისევ დავბრუნდი და ახლა შენ ჩემი ახალი დედა ხარ“.

რა თქმა უნდა, ეშლიმ შვილის ნათქვამი არ დაიჯერა, მაგრამ მაინც გადაიღო კამერით, რათა ზრდასრულობაში შეეხსენებინა მისთვის პატარაობის „ტყუილები“.
როგორც ქალი ამბობს, მაშინ გოგონას ჰკითხა, ახსოვდა თუ არა თავისი ადრინდელი ოჯახი, რაზეც ბავშვმა უთხრა, რომ მამამისს სემუელი ერქვა, დედის სახელი კი ზუსტად არ ახსოვდა, თუმცა „ტინა“-ზე მთავრდებოდა — შესაძლოა კრისტინა, ვალენტინა, ან რაღაც მსგავსი.
@2kidsmamadrama My old soul, little old lady daughter recounts her past life and how she died. Mind you she’d okder now so details are fading but she doesnt ever skip a beat and remember the same things every time. #reincarnate #reincarnation #pastlife #childpastlife #1942 #caraccident #sheknows @meganalisamedium07 @scottythemedium @psychicmediumloriej @psychicmediumpamsears @maryannmorganpsychicok ♬ original sound - Ashley
გოგონას თქმით, ის და დედა ავტოავარიაში დაიღუპნენ 1942 წელს, როდესაც მამამ მარცხნივ მოხვევისას წინიდან მომავალი მანქანა ვერ შენიშნა და ის ავტომობილი იმ მხრიდან შეეჯახათ, რომელ მხარესაც თავად და დედა ისხდნენ. მისი მამა და და-ძმა კი გადარჩნენ.
ამ მონათხრობიდან სამი წლის შემდეგ, როდესაც გოგონა უკვე რვა წლის იყო, ეშლიმ კიდევ ერთხელ ჰკითხა შვილს, ახსოვდა თუ არა თავისი წინა ცხოვრება.
„კი, რაღაცები მახსოვს, მაგრამ უკვე ისე მკაფიოდ აღარ“, — უთხრა გოგონამ, თუმცა სიტყვა სიტყვით გაიმეორა ადრინდელი ნათქვამი.
მაშინ ეშლიმ ჰკითხა შვილს, კი მაგრამ, ღვედები რატომ არ გეკეთათო. ბავშვმა ამაზე განცვიფრებით შეხედა დედას და უთხრა, მაშინ უსაფრთხოების ღვედები არ არსებობდაო.
როგორც ეშლი ამბობს, სწორედ ამ სიტყვების შემდეგ ირწმუნა, რომ მისი შვილი სიმართლეს ლაპარაკობდა და რომ ის ნამდვილად მეორედ მოვიდა დედამიწაზე.
ყველა ახალი ამბავი
0