ცოტა რამ ეზოტერიკიდან: შვიდი ნიშანი იმისა, გაქვთ თუ არა მძლავრი ბიოველი

CC BY 2.0 / makelessnoise / Auraადამიანის აურა
ადამიანის აურა - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2023
გამოწერა
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ეზოტერიკოსები ამტკიცებენ, რომ ადამიანის მატერიალურ სხეულს ბიოენერგეტიკული გამოსხივება აქვს. სწორედ ამ გამოსხივებას უწოდებენ ბიოველს, ანუ აურას.
როგორც ისინი აღნიშნავენ, ბიოველი იძლევა ინფორმაციას ადამიანის არა მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობის, არამედ მისი ემოციების, აზრების, გრძნობებისა და გონებრივი მისწრაფებების შესახებ.

„ბიოველი ყველა ადამიანს აქვს, სხვაობა მხოლოდ მის სიძლიერეშია. ზოგს სუსტი ენერგეტიკული გამოსხივება აქვს, ზოგს — ძლიერი. ბიოველის მდგომარეობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რას ვლაპარაკობთ და ვფიქრობთ სხვებზე, და კიდევ იმაზეც, თუ რას ფიქრობენ და ლაპარაკობენ სხვები ჩვენზე“, — აცხადებენ ეზოტერიკოსები.

იმასაც ამბობენ, რომ ბიოველის არსებობას ადასტურებს სპეციალური აურა-კამერებით გადაღებული ფოტოები, რომლებზეც თვალნათლივ ჩანს ეს უჩვეულო გამოსხივება, რომელიც ფიზიკურ სხეულს სცდება. მაგრამ როცა ამ სპეციალურ კამერებზე ხელი არ მიგვიწვდება, როგორ უნდა მივხვდეთ, რამდენად ძლიერი ბიოველის მატარებლები ვართ?
თურმე არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომლითაც შეგიძლიათ დაადგინოთ, როგორი აურა გაქვთ.

ძლიერი აურის შვიდი ნიშანი

თუ აურა სუფთაა და ძლიერი, ადამიანი თითქმის არასდროს ხდება ავად. როცა აურა ღარიბია, ადამიანი მალე იღლება, ხშირად სტკივა თავი, აქვს ქრონიკული დაავადებები, იოლად ცივდება. ხანდახან კი უფრო უარესადაცაა საქმე — ჩნდება უფრო სერიოზული დაავადებების ნიშნები.
ძლიერი ბიოველი ადამიანს ხელს უწყობს, მიაღწიოს წარმოუდგენელ წარმატებებს. უხეშად რომ ვთქვათ, ძლიერი ენერგეტიკის მქონეებს ყოველთვის მეტი შანსი აქვთ, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიაღწიონ წარმატებას.
ძლიერი აურის მქონე ადამიანები გადამდებად ოპტიმისტები არიან. როცა ასეთი ადამიანის გვერდით დგახართ, მოქმედება გინდებათ, ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, რომ მსოფლიოს დაპყრობას შეძლებთ. მოკლედ, ყველაფერს ნათელ და სასიამოვნო ფერებში ხედავთ. და თუ ეს ადამიანი საწინააღმდეგო სქესისაა, ძალიან იოლადაც შეგიყვარდებათ.
ძლიერი ენერგეტიკის ადამიანებს პრობლემები არ „ეკიდებათ“. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არანაირი პრობლემა არ გააჩნიათ, უბრალოდ, ეს მათ დიდ დისკომფორტს არ უქმნის.
თუ ადამიანს ძლიერი ენერგეტიკა აქვს, ის აუცილებლად იქნება ლიდერი და მარტივად გაიყოლებს უკან მასებს.
ძლიერი აურა — ეს ძლიერი სხეულია. როცა ადამიანი სულით ძლიერია, ის ფიზიკურადაც მეტად ამტანია, ძნელად იღლება და ყოველთვის მზადაა მწვერვალების დასაპყრობად.
ძლიერი ბიოველის მქონე ადამიანის გონება გახსნილია. ასეთებს არ აშინებთ ექსპერიმენტები, ჩარჩოებიდან გასვლა, ჰორიზონტს მიღმა გახედვა. ძლიერი ენერგეტიკა ნებას აძლევს მათ, არ ეშინოდეთ ცვლილებებისა, თანაც არანაირი ცვლილებისა.
ეზოტერიკოსების თქმით, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ სიცოცხლე მოძრაობაშია; რომ სიცოცხლე — ეს ცვლილებები და გამუდმებული, პერმანენტული გარდასახვაა.
ყველა ახალი ამბავი
0