https://sputnik-georgia.com/20230519/kalaze-frenebis-ardgenaze-277842226.html
საქართველოს ხელისუფლებას არაფრის გაკეთება არ შეუძლია - კახა კალაძე ფრენების აღდგენაზე
საქართველოს ხელისუფლებას არაფრის გაკეთება არ შეუძლია - კახა კალაძე ფრენების აღდგენაზე
Sputnik საქართველო
მთავრობა არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც მოსახლეობას ზიანი მიადგება, განაცხადა თბილისის მერმა. 19.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-19T17:54+0400
2023-05-19T17:54+0400
2023-05-19T22:25+0400
კახა კალაძე
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24794/42/247944211_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_dd3d80075bcfa5d8d95e61422632be06.jpg
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. რუსეთმა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა ცალმხრივად გააუქმა და საქართველოს ხელისუფლებას არაფრის გაკეთება არ შეუძლია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ. რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა პარასკევს ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ მოსკოვიდან თბილისში პირველი პირდაპირი ავიარეისი შეასრულა. მისი თქმით, მთავრობა მოქმედებს და მომავალშიც იმოქმედებს მხოლოდ ქვეყნის ინტერესების დაცვით, რაც მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნების, ეკონომიკური განვითარების, პროგრესისა და მშენებლობისთვის. კალაძემ აღნიშნა, რომ მთავრობა არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს მოსახლეობას დააზარალებს. „ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი დაკვეთა ჩვენი მოსახლეობის", – განაცხადა მან. თბილისში ოთხი წლის შემდეგ მოსკოვიდან პირველი თვითმფრინავი დაეშვა>>„დღეს ჩვენ ვართ გამოწვევების წინაშე და ყველაზე მთავარი გამოწვევა, ნებისმიერი მოქალაქე რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, გეტყვით, რომ არის ოკუპირებული ტერიტორიები. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება აღნიშნული პოლიტიკით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს დეოკუპაცია", – განაცხადა კალაძემ. მისი თქმით, ეს გონიერებით, მშვიდობითა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით უნდა გაკეთდეს. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 10 მაისიდან გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიესალმება ფრენების აღდგენას, რადგან ეს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს წაადგება, რომლებიც სამშობლოს პერიოდულად სტუმრობენ. დღესვე თბილისის აეროპორტთან ჩატარდა აქცია, სადაც საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა გააპროტესტეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24794/42/247944211_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_8424a298770999e36c4477e30f516306.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კახა კალაძე , პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
კახა კალაძე , პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
საქართველოს ხელისუფლებას არაფრის გაკეთება არ შეუძლია - კახა კალაძე ფრენების აღდგენაზე
17:54 19.05.2023 (განახლებულია: 22:25 19.05.2023) მთავრობა არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც მოსახლეობას ზიანი მიადგება, განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. რუსეთმა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა ცალმხრივად გააუქმა და საქართველოს ხელისუფლებას არაფრის გაკეთება არ შეუძლია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა პარასკევს ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ მოსკოვიდან თბილისში პირველი პირდაპირი ავიარეისი შეასრულა.
„ფრენებთან დაკავშირებით არაერთხელ ვისაუბრე. ეს იყო ცალმხრივად გაცემული სანქციები და ვიცით, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული მათი მხრიდან – მოიხსნას აღნიშნული სანქციები. ასე რომ, ჩვენ აქ ვერაფერს ვიზამთ", – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, მთავრობა მოქმედებს და მომავალშიც იმოქმედებს მხოლოდ ქვეყნის ინტერესების დაცვით, რაც მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნების, ეკონომიკური განვითარების, პროგრესისა და მშენებლობისთვის.
კალაძემ აღნიშნა, რომ მთავრობა არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს მოსახლეობას დააზარალებს. „ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი დაკვეთა ჩვენი მოსახლეობის", – განაცხადა მან.
„დღეს ჩვენ ვართ გამოწვევების წინაშე და ყველაზე მთავარი გამოწვევა, ნებისმიერი მოქალაქე რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, გეტყვით, რომ არის ოკუპირებული ტერიტორიები. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება აღნიშნული პოლიტიკით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს დეოკუპაცია", – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ეს გონიერებით, მშვიდობითა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით უნდა გაკეთდეს.
„საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა", – განაცხადა კალაძემ.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 10 მაისიდან გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიესალმება ფრენების აღდგენას, რადგან ეს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს წაადგება, რომლებიც სამშობლოს პერიოდულად სტუმრობენ.
დღესვე თბილისის აეროპორტთან ჩატარდა აქცია, სადაც საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა გააპროტესტეს.