მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბრიტანეთმა რუსულ საქონელზე ემბარგო დააწესა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2023
გამოწერა
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი, რომელიც იაპონიაში იმყოფება G7-ის სამიტზე, ქვეყანაში რუსული ალმასებისა და სხვა საქონლის იმპორტზე ემბარგოს აცხადებს, იუწყება Sky News.
გავრცელებული ინფორმაციით, აკრძალვა ასევე შეეხება რუსული სპილენძის, ალუმინისა და ნიკელის იმპორტს.
გამოცემის ცნობით, სანქციები 4 ლრდ დოლარის ღირებულების ალმასების საექსპორტო ბაზრის გაყინვას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, ბრიტანეთი შეზღუდვებს უწესებს 86 პირსა და კომპანიას, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან არიან დაკავშირებული.

„ბრიტანეთისა და G7-ის წევრების მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები აშკარა და პროგრესულ გავლენას ახდენს პუტინის სამხედრო ძალისხმევების შესუსტებაზე. „დიდი შვიდეული“ კვლავაც ერთიანია რუსული საფრთხეების წინაშე და მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას“, — განაცხადა რიში სუნაკმა.

როგორც პრემიერის პრეს-სამსახურში აღნიშნავენ, ბრიტანეთის მთავრობას იმედი აქვს, რომ ანტირუსულ სანქციებს G7-ის ყველა წევრი ქვეყანა გამოაცხადებს, რათა „მოსკოვს ძალა აჩვენოს“.
წყარო: Sky News
ყველა ახალი ამბავი
0