დეპუტატების ჩხუბი და მინისტრი გომელაური: რა ხდება პარლამენტში

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2023
გამოწერა
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩხუბი პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალისა“ და ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლებს შორის შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლისას მოხდა.
მინისტრმა დეპუტატებს დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა 7 და 8 მარტს უცხოური აგენტების შესახებ კანონების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე არსებული ვითარების შესახებ, რომელიც არეულობით და აქციის მონაწილეთა დარბევით დასრულდა. ამის შემდეგ სიტყვით გამოსვლის უფლება პარლამენტის დეპუტატებს მიეცათ.
„ხალხის ძალისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მისამართით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მწვავე განცხადებებმა სხდომათა დარბაზში ხმაური გამოიწვია, რაც ოპოზიციისა და უმრავლესობას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.
როდესაც ვაშაძე ტრიბუნიდან ჩამოვიდა, მას და „ხალხის ძალის" წევრ დაჩი ბერაიას შორის ჩხუბი მოხდა, რომელსაც სხვა დეპუტატებიც შეუერთდნენ.
ვითარების განმუხტვა კოლეგებისა და მანდატურების ჩარევის შედეგად მოხერხდა.
ამ წუთებში სხდომათა დარბაზში ვითარება დაძაბულია, თუმცა გამოსვლები გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0