https://sputnik-georgia.com/20230518/tbilisis-meriam-saqartvelos-ragbis-kavsirs-miwis-nakveti-gadasca-277820650.html
თბილისის მერიამ საქართველოს რაგბის კავშირს მიწის ნაკვეთი გადასცა
თბილისის მერიამ საქართველოს რაგბის კავშირს მიწის ნაკვეთი გადასცა
Sputnik საქართველო
რაგბის კავშირს ორი ჰექტარი ტერიტორია გადაეცა, სადაც სპორტული ცენტრის პროექტი განხორციელდება, განაცხადა თბილისის მერმა. 18.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-18T21:35+0400
2023-05-18T21:35+0400
2023-05-18T23:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23951/81/239518113_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_6ffe6e8aae12d6c0a5d101cbaf6cba1a.jpg
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. თბილისის მერიამ საქართველოს რაგბის კავშირს დიდ დიღომში 19.226 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი გადასცა, ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება დღეს თბილისის საკრებულოში გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.საპრივატიზებო პირობად განისაზღვრა რაგბის განვითარება და ტერიტორიისთვის სპორტული პროფილის მუდმივად შენარჩუნება.ხელმოწერის შემდეგ დედაქალაქის მერმა გადაწყვეტილების დეტალებზეც ისაუბრა.კალაძემ ხაზი გაუსვა ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებულ დამსახურებას ქართული სპორტის განვითარებაში.„რაგბი ძალიან მნიშვნელოვანი სპორტია. ბევრი წარმატება გვაქვს და ეს წარმატება შემთხვევით არ მოდის. მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი რაგბის განვითარებაში. ინფრასტრუქტურა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიქმნა, ამ ადამიანის დამსახურებაა. მისი ხელშეწყობით და უშუალო ჩართულობით მოხდა ამ ინფრასტრუქტურის შექმნა. ზოგადად, ნებისმიერი სპორტისთვის, ეს იქნება რაგბი, ფეხბურთი, კალათბურთი, ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, სადაც ახალგაზრდებს, მომავალ თაობებს, ჩვენს შვილებს ექნებათ ვარჯიშის და განვითარების შესაძლებლობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირს გადაეცა, 16 წლის წინ, მის გასხვისებამდე სარაგბო კლუბი „ლელო“ და „ოლიმპიური რეზერვების სკოლა“ იყო განთავსებული, თუმცა ინფრასტრუქტურა ამჟამად ამორტიზებულია.საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, თბილისის მერიის მიერ გადაცემულ ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების სარაგბო ბაზა მოეწყობა, რომელიც ძირითადად ბავშვთა რაგბის განვითარებას მოემსახურება, ასევე უმასპინძლებს ბავშვთა სარაგბო ფესტივალებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23951/81/239518113_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_2309427b1b2447b2f0dcdab28bd4877d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , სპორტი
თბილისის მერიამ საქართველოს რაგბის კავშირს მიწის ნაკვეთი გადასცა
21:35 18.05.2023 (განახლებულია: 23:25 18.05.2023) რაგბის კავშირს ორი ჰექტარი ტერიტორია გადაეცა, სადაც სპორტული ცენტრის პროექტი განხორციელდება, განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. თბილისის მერიამ საქართველოს რაგბის კავშირს დიდ დიღომში 19.226 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი გადასცა, ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება დღეს თბილისის საკრებულოში გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.
საპრივატიზებო პირობად განისაზღვრა რაგბის განვითარება და ტერიტორიისთვის სპორტული პროფილის მუდმივად შენარჩუნება.
„ძალიან სასიამოვნოა, რომ ორი ჰექტარი ტერიტორია გადაეცემა რაგბის კავშირს, სადაც სპორტული ცენტრის პროექტი განხორციელდება. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტის ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ ფეხბურთის ფედერაციასთან, რომელთანაც ბევრი კარგი პროექტი გავაკეთეთ. ეს მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ხელმოწერის შემდეგ დედაქალაქის მერმა გადაწყვეტილების დეტალებზეც ისაუბრა.
კალაძემ ხაზი გაუსვა ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებულ დამსახურებას ქართული სპორტის განვითარებაში.
„რაგბი ძალიან მნიშვნელოვანი სპორტია. ბევრი წარმატება გვაქვს და ეს წარმატება შემთხვევით არ მოდის. მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი რაგბის განვითარებაში. ინფრასტრუქტურა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიქმნა, ამ ადამიანის დამსახურებაა. მისი ხელშეწყობით და უშუალო ჩართულობით მოხდა ამ ინფრასტრუქტურის შექმნა. ზოგადად, ნებისმიერი სპორტისთვის, ეს იქნება რაგბი, ფეხბურთი, კალათბურთი, ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, სადაც ახალგაზრდებს, მომავალ თაობებს, ჩვენს შვილებს ექნებათ ვარჯიშის და განვითარების შესაძლებლობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირს გადაეცა, 16 წლის წინ, მის გასხვისებამდე სარაგბო კლუბი „ლელო“ და „ოლიმპიური რეზერვების სკოლა“ იყო განთავსებული, თუმცა ინფრასტრუქტურა ამჟამად ამორტიზებულია.
საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, თბილისის მერიის მიერ გადაცემულ ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების სარაგბო ბაზა მოეწყობა, რომელიც ძირითადად ბავშვთა რაგბის განვითარებას მოემსახურება, ასევე უმასპინძლებს ბავშვთა სარაგბო ფესტივალებს.