მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სალივანი: G7-ის სამიტზე რუსეთში ექსპორტის სრულ აკრძალვაზე არ იმსჯელებენ

© photo: Sputnik / Igor Mikhaliov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2023
გამოწერა
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. იაპონიაში G7-ის სამიტზე რუსეთში დასავლური საქონლის ექსპორტის სრული აკრძალვის საკითხი განხილული არ იქნება, განაცხადა ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა.

„არ ველოდები იმას, რაზეც ინფორმაცია გავრცელდა — ექსპორტის ყოვლისმომცველ აკრძალვას. ყურადღება გამახვილდება სანქციების დაცვაზე და მათთვის გვერდის ავლის თავიდან აცილებაზე“, — განაცხადა მან.

გარდა ამისა, სალივანის თქმით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ასევე იმსჯელებენ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისა და ომის შემდეგ უკრაინის აღდგენის საკითხებზე.
მანამდე მედია წერდა, რომ G7-ის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი რეჟიმის შემოღებას აპირებენ, რომელიც რუსეთში ყველანაირი საქონლის ექსპორტის აკრძალვას ითვალისწინებს, გარდა ისეთი გამონაკლისისა, როგორებიცაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, სურსათი და მედიკამენტები.
ყველა ახალი ამბავი
0