https://sputnik-georgia.com/20230518/salivani-ukrainis-kontrseteva-277801988.html
აშშ-ში უკრაინის მიერ კონტრშეტევის დაწყებაზე საუბარი ნაადრევად მიაჩნიათ
აშშ-ში უკრაინის მიერ კონტრშეტევის დაწყებაზე საუბარი ნაადრევად მიაჩნიათ
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. უკრაინის ზოგ ნაწილში სამხედრო ოპერაციები ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა არის თუ არა ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების... 18.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-18T12:18+0400
2023-05-18T12:18+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
აშშ
პოლიტიკა
ახალი ამბები
ვოლოდიმირ ზელენსკი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269209153_0:68:1601:968_1920x0_80_0_0_5bca0827c12dc1cc0e126f8cdee347c2.jpg
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. უკრაინის ზოგ ნაწილში სამხედრო ოპერაციები ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა არის თუ არა ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა, ამაზე საუბარი ნაადრევია, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა.მისი თქმით, დაიწყო თუ არა კონტრშეტევა, „ამას ის ხედავს, ვინც მას ატარებს“, და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შეფასებისას ქვეყნის ოფიციალური პირების განცხადებებს ეყრდნობა.როგორც Bloomberg წერს, უკრაინის არმიის კონტრშეტევის დაწყების ალბათობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის რამდენიმე დედაქალაქში ვიზიტებიდან კიევში დაბრუნდა. ამ ვიზიტებისას ზელენსკი აქტიურად მოუწოდებდა დასავლეთს, მიაწოდონ უკრაინას მეტი იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა, რაც კონტრშეტევითი ოპერაციისთვისაა აუცილებელი.სააგენტოს ვარაუდით, „სამხედრო კამპანიის ახალი ეტაპი გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში დაიწყება, როდესაც მიწა გაშრება“.პრეზიდენტმა ზელენსკიმ 11 მაისს განაცხადა, რომ უკრაინას ცოტა მეტი დრო სჭირდება კონტრშეტევის მოსამზადებლად. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დასავლეთის ქვეყნები კიევისგან შეტევითი ოპერაციების გაგრძელებას და რუსეთის ახალი რეგიონების „ოკუპაციას მოითხოვენ“, მიუხედავად იმისა, რომ „მათ ესმით, რომ ასეთი გეგმები მარცხისთვისაა განწირული“.წყარო: Bloomberg
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269209153_83:0:1374:968_1920x0_80_0_0_b69812056993b6447eb810d66e3384be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ , პოლიტიკა, ახალი ამბები, ვოლოდიმირ ზელენსკი, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ , პოლიტიკა, ახალი ამბები, ვოლოდიმირ ზელენსკი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. უკრაინის ზოგ ნაწილში სამხედრო ოპერაციები ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა არის თუ არა ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა, ამაზე საუბარი ნაადრევია, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა.
მისი თქმით, დაიწყო თუ არა კონტრშეტევა, „ამას ის ხედავს, ვინც მას ატარებს“, და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შეფასებისას ქვეყნის ოფიციალური პირების განცხადებებს ეყრდნობა.
„უკრაინის ზოგ ნაწილში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. მაგრამ ეს არ ჰგავს მოკავშირეების ნორმანდიაში გადასხმას. ეს საომარი მოქმედებები უფრო დინამიკურია, უფრო ეშელონირებული და უფრო მრავალმხრივია“, — უთხრა სალივანმა ჟურნალისტებს, რომლებიც იაპონიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად ჩასულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ახლდნენ.
როგორც Bloomberg წერს, უკრაინის არმიის კონტრშეტევის დაწყების ალბათობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის რამდენიმე დედაქალაქში ვიზიტებიდან კიევში დაბრუნდა. ამ ვიზიტებისას ზელენსკი აქტიურად მოუწოდებდა დასავლეთს, მიაწოდონ უკრაინას მეტი იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა, რაც კონტრშეტევითი ოპერაციისთვისაა აუცილებელი.
სააგენტოს ვარაუდით, „სამხედრო კამპანიის ახალი ეტაპი გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში დაიწყება, როდესაც მიწა გაშრება“.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ 11 მაისს განაცხადა, რომ უკრაინას ცოტა მეტი დრო სჭირდება კონტრშეტევის მოსამზადებლად. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დასავლეთის ქვეყნები კიევისგან შეტევითი ოპერაციების გაგრძელებას და რუსეთის ახალი რეგიონების „ოკუპაციას მოითხოვენ“, მიუხედავად იმისა, რომ „მათ ესმით, რომ ასეთი გეგმები მარცხისთვისაა განწირული“.