https://sputnik-georgia.com/20230518/qutaissi-saertasoriso-sejibrebis-casatareblad-auzi-asende-277818436.html
ქუთაისში საერთაშორისო შეჯიბრებების ჩასატარებლად აუზი აშენდა
ქუთაისში საერთაშორისო შეჯიბრებების ჩასატარებლად აუზი აშენდა
Sputnik საქართველო
ამჟამად მთავრდება საცურაო აუზის აღჭურვა და მიმდინარეობს მისი ტესტირების პროცესი. 18.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-18T20:20+0400
2023-05-18T20:20+0400
2023-05-18T22:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქუთაისი
საზოგადოება
სპორტი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/12/277811627_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_dd1c6315dae3e8af50530054af63c056.jpg
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ქუთაისში ოლიმპიური საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოები, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო დონის შეჯიბრებების ჩატარება იქნება შესაძლებელი, უმოკლეს ვადაში დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.თანამედროვე, ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრია. აუზის კომპლექსში მოეწყო 600-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, მცირე საბავშვო აუზი, სავარჯიშო დარბაზები, გასახდელები სპორტსმენებისა და მსაჯებისთვის, სივრცეები კვებისა და სპორტული ინვენტარის მაღაზიებისთვის.მინისტრის თქმით, აბსოლუტურად ყველა აღჭურვილობა უკვე მოწოდებულია და ამჟამად მიმდინარეობს მონტაჟი და ტესტირება, რომელიც ძალიან მალე დასრულდება.ოლიმპიური აუზის შენობა აღჭურვილია თანამედროვე საინჟინრო ქსელებით, საფილტრაციო და სატუმბი სადგურებით, გათბობის, გაგრილების და სახანძრო სისტემებით.აუზის გარე ტერიტორიაზე მოეწყო პარკინგი და საზაფხულო კაფე. ახალი აუზით სარგებლობას შეძლებენ როგორც მოყვარულები, ისე პროფესიონალი სპორტსმენები.რაც ასევე მნიშვნელოვანია, აუზის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ამჟამად მთავრდება საცურაო აუზის აღჭურვა და მიმდინარეობს მისი ტესტირების პროცესი.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/12/277811627_207:0:1743:1152_1920x0_80_0_0_1228382dd5da06058cbc8e6f4bad4f59.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქუთაისი , საზოგადოება, სპორტი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, ქუთაისი , საზოგადოება, სპორტი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს რეგიონები
ქუთაისში საერთაშორისო შეჯიბრებების ჩასატარებლად აუზი აშენდა
20:20 18.05.2023 (განახლებულია: 22:45 18.05.2023) ამჟამად მთავრდება საცურაო აუზის აღჭურვა და მიმდინარეობს მისი ტესტირების პროცესი.
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ქუთაისში ოლიმპიური საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოები, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო დონის შეჯიბრებების ჩატარება იქნება შესაძლებელი, უმოკლეს ვადაში დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
თანამედროვე, ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრია. აუზის კომპლექსში მოეწყო 600-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, მცირე საბავშვო აუზი, სავარჯიშო დარბაზები, გასახდელები სპორტსმენებისა და მსაჯებისთვის, სივრცეები კვებისა და სპორტული ინვენტარის მაღაზიებისთვის.
„დასრულდა ქუთაისის ოლიმპიური აუზის მშენებლობა და თანაც ძალიან მალე. ტესტირებების დასრულების შემდეგ გვექნება ღირსეული სივრცე, სადაც ბავშვები, მოზარდები, პროფესიონალი სპორტსმენები და, ზოგადად, სპორტის მოყვარულები შეძლებენ თანამედროვე სტანდარტის პირობებში ვარჯიშს როგორც აუზებზე, ისე ფიტნეს-დარბაზში“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ახალი ოლიმპიური აუზის დათვალიერების შემდეგ.
მინისტრის თქმით, აბსოლუტურად ყველა აღჭურვილობა უკვე მოწოდებულია და ამჟამად მიმდინარეობს მონტაჟი და ტესტირება, რომელიც ძალიან მალე დასრულდება.
ოლიმპიური აუზის შენობა აღჭურვილია თანამედროვე საინჟინრო ქსელებით, საფილტრაციო და სატუმბი სადგურებით, გათბობის, გაგრილების და სახანძრო სისტემებით.
აუზის გარე ტერიტორიაზე მოეწყო პარკინგი და საზაფხულო კაფე. ახალი აუზით სარგებლობას შეძლებენ როგორც მოყვარულები, ისე პროფესიონალი სპორტსმენები.
რაც ასევე მნიშვნელოვანია, აუზის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ამჟამად მთავრდება საცურაო აუზის აღჭურვა და მიმდინარეობს მისი ტესტირების პროცესი.