https://sputnik-georgia.com/20230518/monetaruli-politika-saqartvelosi-kidev-serbildeba-eqsperti-277797859.html
მონეტარული პოლიტიკა საქართველოში კიდევ შერბილდება - ექსპერტის პროგნოზი
მონეტარული პოლიტიკა საქართველოში კიდევ შერბილდება - ექსპერტის პროგნოზი
Sputnik საქართველო
ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი მაისში 0,5%-ით შემცირდა – 10,5%-მდე. 18.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-18T12:11+0400
2023-05-18T12:11+0400
2023-05-18T17:35+0400
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830171_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_ff4503c46976461f03fdd3d01c85cc4d.jpg
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ვარაუდობს, რომ საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი 2023 წლის ბოლომდე დაახლოებით 1%-ით კიდევ შემცირდება. საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა. რეფინანსირების განაკვეთი თითქმის ერთი წლის შემდეგ პირველად მაისში შემცირდა და 10,5% შეადგინა. რეგულატორი რეფინანსირების განაკვეთს 2022 წლის მარტიდან 11%-ზე ინარჩუნებდა. რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული. მონეტარული პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული ბანკის კომიტეტმა ინფლაციის შემცირების ტენდენციები და პროგნოზები გაითვალისწინა. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის აპრილი 2022 წლის აპრილთან შედარებით) 2,7% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტეს, ინფლაციის კლება დიდწილად იმპორტირებული პროდუქტების ფასების შემცირებამ განაპირობა; საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასები 2022 წლის შუა პერიოდიდან ეტაპობრივად იკლებს, ხოლო საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა. მონეტარული პოლიტიკის შერბილება ნაკლებად ეფექტურია – ექსპერტი>>ამასთან, ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, გაურკვევლობა კვლავ მაღალია. ერთ-ერთ მთავარ რისკად რჩება გეოპოლიტიკური მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, მაღალი გაურკვევლობის პირობებში მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას მხოლოდ ნელი ტემპით განაგრძობს. 2019 წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია, ხოლო 2021 წლის მარტში ისევ ზრდა დაიწყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830171_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_f2492a18eccddd6a741ef2b3790860f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველო
მონეტარული პოლიტიკა საქართველოში კიდევ შერბილდება - ექსპერტის პროგნოზი
12:11 18.05.2023 (განახლებულია: 17:35 18.05.2023) ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი მაისში 0,5%-ით შემცირდა – 10,5%-მდე.
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ვარაუდობს, რომ საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი 2023 წლის ბოლომდე დაახლოებით 1%-ით კიდევ შემცირდება.
საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა. რეფინანსირების განაკვეთი თითქმის ერთი წლის შემდეგ პირველად მაისში შემცირდა და 10,5% შეადგინა. რეგულატორი რეფინანსირების განაკვეთს 2022 წლის მარტიდან 11%-ზე ინარჩუნებდა.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
„რყევები რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, მიმდინარე წელს საჭიროა ოპტიმალური მონეტარული პოლიტიკის გატარება... 10,5 არის მიმდინარე და ამ წლის ბოლოს დიდი ალბათობით 9,5%-მდე უნდა ველოდოთ მონეტარული პოლიტიკის შერბილებას", – განაცხადა ქავთარაძემ მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.
მონეტარული პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული ბანკის კომიტეტმა ინფლაციის შემცირების ტენდენციები და პროგნოზები გაითვალისწინა.
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის აპრილი 2022 წლის აპრილთან შედარებით) 2,7% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%.
როგორც ეროვნულ ბანკში განმარტეს, ინფლაციის კლება დიდწილად იმპორტირებული პროდუქტების ფასების შემცირებამ განაპირობა; საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასები 2022 წლის შუა პერიოდიდან ეტაპობრივად იკლებს, ხოლო საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა.
ამასთან, ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, გაურკვევლობა კვლავ მაღალია.
ერთ-ერთ მთავარ რისკად რჩება გეოპოლიტიკური მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, მაღალი გაურკვევლობის პირობებში მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას მხოლოდ ნელი ტემპით განაგრძობს.
2019 წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია, ხოლო 2021 წლის მარტში ისევ ზრდა დაიწყო.