https://sputnik-georgia.com/20230518/codex-sassoon-auqcionze-gaiyida-277797646.html
უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე გაიყიდა - ფოტო
უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე გაიყიდა - ფოტო
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ივრითზე დაწერილი უძველესი ბიბლია Codex Sassoon, რომელიც IX-X საუკუნით თარიღდება, ნიუ-იორკის Sotheby's-ის აუქციონზე 38,1 მილიონ... 18.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-18T11:51+0400
2023-05-18T11:51+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24554/99/245549990_0:37:627:390_1920x0_80_0_0_7a9219d7a36f2e06e44f3586b4928a60.jpg
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ივრითზე დაწერილი უძველესი ბიბლია Codex Sassoon, რომელიც IX-X საუკუნით თარიღდება, ნიუ-იორკის Sotheby's-ის აუქციონზე 38,1 მილიონ დოლარად გაიყიდა, ნათქვამია სააუქციონო სახლის Twitter-ზე.გავრცელებული ცნობით, ხელნაწერი თელ-ავივის ორგანიზაცია „ANU - ებრაელი ხალხის მუზეუმმა“ შეიძინა.Codex Sassoon დღემდე აღმოჩენილთა შორის ყველაზე ადრეული და ყველაზე სრულყოფილი ებრაული ბიბლიაა. იგი შეიცავს ებრაული ბიბლიის 24-ვე წიგნს, გარდა დაბადების წიგნის ზოგიერთი გვერდისა. მიიჩნევა, რომ პერგამენტზე შესრულებული 396-გვერდიანი რელიკვია ისრაელში ან სირიაშია შექმნილი. ექსპერტების თქმით, მცირე ცვეთის მიუხედავად, ბიბლიის ტექსტი კარგად იკითხება.Codex Sassoon, რომელიც სირიაში მდებარე სინაგოგაში ინახებოდა, ტაძრის განადგურების შემდეგ მთელი ექვსი საუკუნის განმავლობაში იყო დაკარგული. რელიკვია 1929 წელს იპოვეს, რის შემდეგაც იგი კოლექციონერმა დავით სოლომონ სასუნმა შეიძინა. სწორედ ამის შემდეგ ეწოდა მას Codex Sassoon. ამის შემდეგ ის 1989 წელს კიდევ ერთხელ გაიყიდა აუქციონზე 3,19 მილიონ დოლარად (მიმდინარე კურსით დაახლოებით 8 მილიონი აშშ დოლარი) და ის შვეიცარიელი ფინანსისტისა და კოლექციონერის ჟაკ საფრას საკუთრება გახდა.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24554/99/245549990_103:0:836:550_1920x0_80_0_0_a69b8a4789500523d949810277943d0e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე გაიყიდა - ფოტო
11:51 18.05.2023 (განახლებულია: 15:51 20.07.2023) თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ივრითზე დაწერილი უძველესი ბიბლია Codex Sassoon, რომელიც IX-X საუკუნით თარიღდება, ნიუ-იორკის Sotheby's-ის აუქციონზე 38,1 მილიონ დოლარად გაიყიდა, ნათქვამია სააუქციონო სახლის Twitter-ზე.
გავრცელებული ცნობით, ხელნაწერი თელ-ავივის ორგანიზაცია „ANU - ებრაელი ხალხის მუზეუმმა“ შეიძინა.
Codex Sassoon დღემდე აღმოჩენილთა შორის ყველაზე ადრეული და ყველაზე სრულყოფილი ებრაული ბიბლიაა. იგი შეიცავს ებრაული ბიბლიის 24-ვე წიგნს, გარდა დაბადების წიგნის ზოგიერთი გვერდისა. მიიჩნევა, რომ პერგამენტზე შესრულებული 396-გვერდიანი რელიკვია ისრაელში ან სირიაშია შექმნილი.
ექსპერტების თქმით, მცირე ცვეთის მიუხედავად, ბიბლიის ტექსტი კარგად იკითხება.
Codex Sassoon, რომელიც სირიაში მდებარე სინაგოგაში ინახებოდა, ტაძრის განადგურების შემდეგ მთელი ექვსი საუკუნის განმავლობაში იყო დაკარგული. რელიკვია 1929 წელს იპოვეს, რის შემდეგაც იგი კოლექციონერმა დავით სოლომონ სასუნმა შეიძინა. სწორედ ამის შემდეგ ეწოდა მას Codex Sassoon.
ამის შემდეგ ის 1989 წელს კიდევ ერთხელ გაიყიდა აუქციონზე 3,19 მილიონ დოლარად (მიმდინარე კურსით დაახლოებით 8 მილიონი აშშ დოლარი) და ის შვეიცარიელი ფინანსისტისა და კოლექციონერის ჟაკ საფრას საკუთრება გახდა.