https://sputnik-georgia.com/20230518/aviakatastrofas-gadarcenili-bavsvebi-cocxalebi-ipoves-277796332.html
ავიკატასტროფას გადარჩენილი ოთხი ბავშვი ორი კვირის მერე ცოცხალი იპოვეს
ავიკატასტროფას გადარჩენილი ოთხი ბავშვი ორი კვირის მერე ცოცხალი იპოვეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. კოლუმბიის შეიარაღებულმა ძალებმა დეპარტამენტ კაკეტას ჯუნგლებში ცოცხალი იპოვეს ავიაკატასტროფას გადარჩენილი ოთხი ბავშვი, რომლებმაც... 18.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-18T09:32+0400
2023-05-18T09:32+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
კოლუმბია
შემთხვევები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/16/277904191_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_c4bdca95d11d5f77fcc9227abe228f8d.jpg
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. კოლუმბიის შეიარაღებულმა ძალებმა დეპარტამენტ კაკეტას ჯუნგლებში ცოცხალი იპოვეს ავიაკატასტროფას გადარჩენილი ოთხი ბავშვი, რომლებმაც გაუვალ ტყეში 16 დღე გაატარეს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ Twitter-ზე დაწერა.გავრცელებული ცნობით, ბავშვებიდან უფროსი 13 წლისაა, მეორე — ცხრა, მესამე — 4 წლის, ხოლო მეოთხე 11 თვის. ისინი თვითმფრინავ Cessna 206-ის მგზავრები იყვნენ, რომელიც 1 მაისს ჩამოვარდა გუავიარას ჯუნგლებში. სამხედროებმა თვითმფრინავი კატასტროფიდან 370 საათის შემდეგ, 16 მაისს იპოვეს. ბორტზე მხოლოდ პილოტის ცხედარი ნახეს, დანარჩენი მგზავრები და მეორე პილოტი კი არსად ჩანდნენ. თუმცა მოგვიანებით კიდევ ორ ცხედარს მიაკვლიეს — მეორე პილოტსა და ბავშვების დედას, თავად ბავშვების კვალი კი არსად ჩანდა.17 მაისს სამხედროებმა ჯუნგლებში ტოტებისგან გაკეთებულ თავშესაფარს, მის შიგნით კი ბავშვის ბოთლსა და ხილის ნარჩენებს მიაგნეს. სწორედ ამან აფიქრებინა მათ, რომ ბავშები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ და ჯუნგლებიდან გასვლას ცდილობდნენ. ამიტომ ბავშვების ბებიის ხმა ჩაწერეს, რომელიც უიტოტოს ენაზე სთხოვდა შვილიშვილებს, ერთ ადგილზე დარჩენილიყვნენ და მაშველებს დალოდებოდნენ. შემდეგ ჩანაწერი სამაშველო ვერტმფრენებში ხმის გამაძლიერებლებზე ჩართეს და ისე განაგრძეს ჯუნგლების თავზე ფრენა.საბოლოოდ ოპერაციამ, რომელშიც სამხედროების გარდა მოხალისეებიც იყვნენ ჩართული და კინოლოგებიც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით, ნაყოფი გამოიღო — ბავშვები ცოცხლები იპოვეს.ადგილობრივი მოსახლეობა მომხდარს სასწაულს უწოდებს, ვინაიდან ჯუნგლებში ორკვირიანი ხეტიალის შემდეგ ცოცხლად გადარჩენა, მით უმეტეს, უმწეო ბავშვებისთვის, სრულიად წარმოუდგენლად მიაჩნიათ.ამ დროისათვის ოთხივე ბავშვი კარგადაა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კოლუმბია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/16/277904191_210:0:2030:1365_1920x0_80_0_0_13ecf254f131fa8a2a67396cd715875f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, კოლუმბია , შემთხვევები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, კოლუმბია , შემთხვევები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. კოლუმბიის შეიარაღებულმა ძალებმა დეპარტამენტ კაკეტას ჯუნგლებში ცოცხალი იპოვეს ავიაკატასტროფას გადარჩენილი ოთხი ბავშვი, რომლებმაც გაუვალ ტყეში 16 დღე გაატარეს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ Twitter-ზე დაწერა.
„რთული ძებნის შემდეგ ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ცოცხალი იპოვა ოთხი ბავშვი, რომლებიც გუავიარაში უგზოუკვლოდ დაიკარგნენ ავიაკატასტროფის შედეგად. სასიხარულო ამბავია ქვეყნისთვის“, — ნათქვამია პრეზიდენტის ტვიტში.
გავრცელებული ცნობით, ბავშვებიდან უფროსი 13 წლისაა, მეორე — ცხრა, მესამე — 4 წლის, ხოლო მეოთხე 11 თვის. ისინი თვითმფრინავ Cessna 206-ის მგზავრები იყვნენ, რომელიც 1 მაისს ჩამოვარდა გუავიარას ჯუნგლებში. სამხედროებმა თვითმფრინავი კატასტროფიდან 370 საათის შემდეგ, 16 მაისს იპოვეს. ბორტზე მხოლოდ პილოტის ცხედარი ნახეს, დანარჩენი მგზავრები და მეორე პილოტი კი არსად ჩანდნენ. თუმცა მოგვიანებით კიდევ ორ ცხედარს მიაკვლიეს — მეორე პილოტსა და ბავშვების დედას, თავად ბავშვების კვალი კი არსად ჩანდა.
17 მაისს სამხედროებმა ჯუნგლებში ტოტებისგან გაკეთებულ თავშესაფარს, მის შიგნით კი ბავშვის ბოთლსა და ხილის ნარჩენებს მიაგნეს. სწორედ ამან აფიქრებინა მათ, რომ ბავშები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ და ჯუნგლებიდან გასვლას ცდილობდნენ. ამიტომ ბავშვების ბებიის ხმა ჩაწერეს, რომელიც უიტოტოს ენაზე სთხოვდა შვილიშვილებს, ერთ ადგილზე დარჩენილიყვნენ და მაშველებს დალოდებოდნენ. შემდეგ ჩანაწერი სამაშველო ვერტმფრენებში ხმის გამაძლიერებლებზე ჩართეს და ისე განაგრძეს ჯუნგლების თავზე ფრენა.
საბოლოოდ ოპერაციამ, რომელშიც სამხედროების გარდა მოხალისეებიც იყვნენ ჩართული და კინოლოგებიც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით, ნაყოფი გამოიღო — ბავშვები ცოცხლები იპოვეს.
ადგილობრივი მოსახლეობა მომხდარს სასწაულს უწოდებს, ვინაიდან ჯუნგლებში ორკვირიანი ხეტიალის შემდეგ ცოცხლად გადარჩენა, მით უმეტეს, უმწეო ბავშვებისთვის, სრულიად წარმოუდგენლად მიაჩნიათ.
ამ დროისათვის ოთხივე ბავშვი კარგადაა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.