მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ახალი კანდიდატი ერთვება

  - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2023
გამოწერა
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ფლორიდის რესპუბლიკელი გუბერნატორი რონ დესანტისი აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, რის შესახებაც ის ოფიციალურად მოდევნო კვირაში გამოაცხადებს, იუწყება სააგენტო Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა წერს, დესანტისი არჩევნებში „მაშინვე გახდება დონალდ ტრამპის ყველაზე დიდი კონკურენტი და შეარყევს კონკურენციას, რომელიც ძირითადად ცალმხრივი იყო“.
წყაროს ცნობით, დესანტისი არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადს, სავარაუდოდ, 25 მაისს წარადგენს, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ ოფიციალურად 29 მაისს გამოაცხადებს.
ამ დროისათვის რესპუბლიკური პარტიიდან აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძვიან დონალდ ტრამპი, სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი ნიკი ჰეილი და ბიზნესმენი ვივეკ რამასვამი. მათ შორის მთავარ კანდიდატად ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევა.
წყარო: Reuters
ყველა ახალი ამბავი
0