https://sputnik-georgia.com/20230518/-----277814852.html
საქართველოში კონტრაბანდული ოქროს შემოტანა სცადეს
საქართველოში კონტრაბანდული ოქროს შემოტანა სცადეს
Sputnik საქართველო
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის სამსახურს გადაეცა. 18.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-18T18:40+0400
2023-05-18T18:40+0400
2023-05-18T21:49+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24166/87/241668718_0:51:1723:1020_1920x0_80_0_0_0cf60860555dcac8278a9997e5f20f34.jpg
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა ქვეყანაში არადეკლარირებული ოქროს მონეტებისა და საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები გამოავლინეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.უწყების ცნობით, საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდებარე საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ არადეკლარირებული ოქროს შემოტანის მცდელობის ორი ფაქტია აღკვეთილი.მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის სალონის დეტალური დათვალიერების შედეგად დაახლოებით 225 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს, რომლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 21.376,45 ლარი შეადგინა.კანონდარღვევის მეორე ფაქტი კი ეჭვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგისა და ფიზიკური დათვალიერებისას გამოვლინდა. არადეკლარირებული ოქროს მონეტების საერთო რაოდენობამ 239,64 გრამი შეადგინა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24166/87/241668718_147:0:1576:1072_1920x0_80_0_0_6240919e3ef4fae0c228e3a0a5ff8003.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველოში კონტრაბანდული ოქროს შემოტანა სცადეს
18:40 18.05.2023 (განახლებულია: 21:49 18.05.2023) საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის სამსახურს გადაეცა.
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა ქვეყანაში არადეკლარირებული ოქროს მონეტებისა და საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები გამოავლინეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდებარე საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ არადეკლარირებული ოქროს შემოტანის მცდელობის ორი ფაქტია აღკვეთილი.
მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის სალონის დეტალური დათვალიერების შედეგად დაახლოებით 225 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს, რომლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 21.376,45 ლარი შეადგინა.
კანონდარღვევის მეორე ფაქტი კი ეჭვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგისა და ფიზიკური დათვალიერებისას გამოვლინდა. არადეკლარირებული ოქროს მონეტების საერთო რაოდენობამ 239,64 გრამი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.