https://sputnik-georgia.com/20230518/---------277812507.html
მკვლელობა სოფელ გელათში - ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი გამოიტანეს
მკვლელობა სოფელ გელათში - ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი გამოიტანეს
Sputnik საქართველო
პროკურატურამ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას მოწმობდა. 18.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-18T17:25+0400
2023-05-18T17:25+0400
2023-05-18T21:16+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/68/234096857_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_91f74d4d73943216ee13b47f0b32c347.jpg
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო და თითოეულს 18 წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ 2022 წლის 28 აგვისტოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულებმა დაზარალებულს მისი ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად აღნიშნული პირი გარდაიცვალა.ნაფიცმა მსაჯულებმა დეტალურად შეისწავლეს გარემოებები და მტკიცებულებები, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებულები განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ბრალდებულს განაჩენს მოსამართლე უცხადებს ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტზე დაყრდნობით, რომელსაც ბრალდებისა და დაცვის მხარეები ესწრებიან. ასეთი განაჩენის გასაჩივრება მხოლოდ უმაღლეს სასამართლოში შეიძლება. კასაციაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში იკრიბებიან ახალი ნაფიცი მსაჯულები. მათი განაჩენი საბოლოო იქნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/68/234096857_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_725473523ac65d05af9b8a365609efeb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
მკვლელობა სოფელ გელათში - ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი გამოიტანეს
17:25 18.05.2023 (განახლებულია: 21:16 18.05.2023) პროკურატურამ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას მოწმობდა.
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო და თითოეულს 18 წლით პატიმრობა შეუფარდა,
ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ 2022 წლის 28 აგვისტოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულებმა დაზარალებულს მისი ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად აღნიშნული პირი გარდაიცვალა.
ნაფიცმა მსაჯულებმა დეტალურად შეისწავლეს გარემოებები და მტკიცებულებები, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებულები განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ბრალდებულს განაჩენს მოსამართლე უცხადებს ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტზე დაყრდნობით, რომელსაც ბრალდებისა და დაცვის მხარეები ესწრებიან. ასეთი განაჩენის გასაჩივრება მხოლოდ უმაღლეს სასამართლოში შეიძლება. კასაციაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში იკრიბებიან ახალი ნაფიცი მსაჯულები. მათი განაჩენი საბოლოო იქნება.