https://sputnik-georgia.com/20230517/vnebatarelva-ceskos-tavmjdomaris-arcevis-irgvliv-ristvis-aris-sawiro-wesebis-secvla-277786482.html
ვნებათაღელვა ცესკოს თავმჯდომარის არჩევის გამო: რისთვის არის საჭირო წესების შეცვლა?
ვნებათაღელვა ცესკოს თავმჯდომარის არჩევის გამო: რისთვის არის საჭირო წესების შეცვლა?
Sputnik საქართველო
„ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესების შეცვლისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ პარლამენტში განხილვა ვერ შედგა. 17.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-17T21:39+0400
2023-05-17T21:39+0400
2023-05-17T22:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ცესკო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129763_0:28:1280:748_1920x0_80_0_0_976eedffbd300d33e3b54fe0480bc13f.jpg
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესების შეცვლის საკითხი.მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომლის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, ასევე ცესკოს წევრობის კანდიდატების წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს უნდა გადაეცეს, ხოლო კანდიდატის დასამტკიცებლად საჭირო იქნება დეპუტატთა უბრალო უმრავლესობა.საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანდიდატების წარდგენა და მათი დამტკიცების რთული პროცედურა ოპოზიციისა და უმრავლესობის თანხმობით ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის 2020 წლის 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი იყო.„ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივად გააუქმა შეთანხმება ჯერ კიდევ იმავე წლის 1 ივლისს და ახლა, როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, გადაწყვიტა კანონმდებლობის აბსურდული ნორმის გამოსწორება.საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ გამოიყენებს ვეტოს უფლებას ამ ცვლილებებზე.გარდა ამისა, მისი აზრით, ასეთი შესწორებების მიღების მიზეზი ისაა, რომ მან არ წარადგინა მმართველი პარტიისთვის სასურველი კანდიდატები ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობებზე, ხოლო ისინი, ვინც მან წარადგინა, „ქართულ ოცნებას“ არ მოეწონა.„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ სწორედ პრეზიდენტის ის ქმედებები გახდა ცვლილებების შეტანის ძირითადი ფაქტორი, როდესაც მან „ქართული ოცნებისთვის“ სასურველი კანდიდატების ნაცვლად სხვა კანდიდატები წარადგინა.„ქართული ოცნება“ მხარს უჭერს ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს, ასევე კომისიის წევრებს მაია ზარიძესა და გია ცაცაშვილს.მოქმედი კანონმდებლობით, სამივე არჩეულია 6 თვის ვადით, რადგან ოპოზიციამ მათ მხარი არ დაუჭირა. ბოლო კენჭისყრა გასული წლის თებერვალში ჩატარდა. ამის შემდეგ პარლამენტმა ჩააგდო კენჭისყრა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ სხვა კანდიდატებზე.ჩვენ მხარს არ ვუჭერდით სხვა კანდიდატებს, ვინაიდან ეს სამი საუკეთესო იყო, დასძინა მან.ცვლილებების არსიცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს. ის შექმნის ასევე საკონკურსო კომისიას.საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში საქართველოს პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელიც იქნება. საკანონმდებლო ორგანოსთვის კანდიდატების წარდგენის პრეროგატივა ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.თუ კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევენ კანდიდატებს ყველა ვაკანსიისთვის, პრეზიდენტი წამოაყენებს სხვა კანდიდატს, რომელიც შესაბამის კონკურსში მიიღებს მონაწილეობას, და კენჭს უყრიან პრეზიდენტის მიერ წამოყენებულ კანდიდატს.იცვლება ასევე არჩევნების პროცედურა და კვორუმი. კერძოდ, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს კანდიდატს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობებზე ხმათა უბრალო უმრავლესობით (76 ხმა), ისინი თანამდებობებს ხუთი წლის ვადით დაიკავებენ.ამჟამად ცესკოს თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს დეპუტატების ხმათა 2/3-ით ხუთი წლის ვადით ირჩევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ტარდება განმეორებითი კენჭისყრა და მაშინ გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტს უბრალო უმრავლესობა, ანუ 76 ხმა ჰყოფნის. მაგრამ ამ შემთხვევაში უფლებამოსილების ვადა მხოლოდ 6 თვეს შეადგენს.2021 წელს ცვლილებების ძალაში შესვლის მომენტიდან პარლამენტი ვეღარ ირჩევს ცესკოს თავმჯდომარეს ხუთი წლის ვადით.ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე და მას მმართველი პარტიის მიერ ხელდასმულს უწოდებს. კრიტიკა 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნების შემდეგ გაძლიერდა.ოპოზიციონერებმა ცესკო კენჭისყრის შედეგების ფალსიფიკაციაში დაადანაშაულეს, მაშინ, როცა საერთაშორისო დამკვირვებლებმა საარჩევნო კომისიების მუშაობაში სერიოზული დარღვევები ვერ დაინახეს.ახალი ბრალდებებიამჯერად ოპოზიციამ გადაწყვიტა, სრული იგნორირება გაუწიოს საქართველოს პარლამენტში ცვლილებების განხილვას. პროექტის განხილვა მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა.ამან მმართველი პარტიის უკმაყოფილება გამოიწვია.ოპოზიციაში კი განაცხადეს, რომ განხილვაში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ.„არავითარი აზრი არ აქვს უსაგნო დებატებში შესვლას, არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა – პრეზიდენტს კანდიდატის დასახელების უფლება არ აქვს. არავინ არაფერს ეკითხება ოპოზიციას“, – აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ.„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ყურმოჭრილი ცესკოს თავმჯდომარე და წევრები ჰყავდეს, დასძინა მან.„გირჩის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ცვლილებებში „ქართული ოცნების“ დიქტატურის ნიშნები დაინახა.„კონსენსუსის ნაცვლად „ქართული ოცნება“ ცესკოს თავმჯდომარისა და მისი წევრების ასარჩევად ძალას აჩვენებს და უმრავლესობას იყენებს პრეზიდენტისა და ცესკოს თავმჯდომარის წინააღმდეგ, რადგან ასეთი ცვლილებები აუარესებს ცესკოს რეპუტაციას“, – აღნიშნა ხვიჩიამ.„ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა დიალოგზე და უმრავლესობას იყენებს, როგორც ბრძოლის მეთოდს იმათთან, ვინც მათ არ ეთანხმება, დასძინა მან.ცესკოს მნიშვნელობანეიტრალური და მიუკერძოებელი ცესკო და ამ მიზნით რეფორმის ჩატარება არის ევროკომისიის ერთ-ერთი მოთხოვნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.გარდა ამისა, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.მორიგი არჩევნები საქართველოში ახალი სისტემით უნდა ჩატარდეს. არჩევნები გაიმართება ელექტრონული კენჭისყრის მეშვეობით პროპორციული სისტემით, პარტიებისთვის მაღალი გამსვლელი 5%-იანი ბარიერით, ნებისმიერი საარჩევნო ბლოკების აკრძალვის პირობებში.საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის თანახმად, პარლამენტში ადგილების მიღების რეალური შანსი მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვთ.პარლამენტში მოხვედრის მცირე შანსი აქვთ ასევე ოპოზიციურ პარტიებს: „ლელო“, „საქართველოსთვის“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129763_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_3d101aa9f215fd9162f0897a00c74a5c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ცესკო, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ცესკო, საქართველოს პარლამენტი
ვნებათაღელვა ცესკოს თავმჯდომარის არჩევის გამო: რისთვის არის საჭირო წესების შეცვლა?
21:39 17.05.2023 (განახლებულია: 22:56 17.05.2023) „ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესების შეცვლისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ პარლამენტში განხილვა ვერ შედგა.
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესების შეცვლის საკითხი.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომლის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, ასევე ცესკოს წევრობის კანდიდატების წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს უნდა გადაეცეს, ხოლო კანდიდატის დასამტკიცებლად საჭირო იქნება დეპუტატთა უბრალო უმრავლესობა.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანდიდატების წარდგენა და მათი დამტკიცების რთული პროცედურა ოპოზიციისა და უმრავლესობის თანხმობით ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის 2020 წლის 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი იყო.
„ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივად გააუქმა შეთანხმება ჯერ კიდევ იმავე წლის 1 ივლისს და ახლა, როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, გადაწყვიტა კანონმდებლობის აბსურდული ნორმის გამოსწორება.
„19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულია, შესაბამისად, ჩვენ არავითარი ვალდებულება აღარ გვაქვს, ეს აბსურდული ჩანაწერი საარჩევნო კოდექსში დავტოვოთ“, – თქვა მან.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ გამოიყენებს ვეტოს უფლებას ამ ცვლილებებზე.
გარდა ამისა, მისი აზრით, ასეთი შესწორებების მიღების მიზეზი ისაა, რომ მან არ წარადგინა მმართველი პარტიისთვის სასურველი კანდიდატები ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობებზე, ხოლო ისინი, ვინც მან წარადგინა, „ქართულ ოცნებას“ არ მოეწონა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ სწორედ პრეზიდენტის ის ქმედებები გახდა ცვლილებების შეტანის ძირითადი ფაქტორი, როდესაც მან „ქართული ოცნებისთვის“ სასურველი კანდიდატების ნაცვლად სხვა კანდიდატები წარადგინა.
„ქართული ოცნება“ მხარს უჭერს ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს, ასევე კომისიის წევრებს მაია ზარიძესა და გია ცაცაშვილს.
მოქმედი კანონმდებლობით, სამივე არჩეულია 6 თვის ვადით, რადგან ოპოზიციამ მათ მხარი არ დაუჭირა. ბოლო კენჭისყრა გასული წლის თებერვალში ჩატარდა. ამის შემდეგ პარლამენტმა ჩააგდო კენჭისყრა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ სხვა კანდიდატებზე.
„პრეზიდენტმა კანდიდატების ბოლო წარდგენისას განაცხადა, რომ, მართალია, ისინი ყველაზე კომპეტენტურები არიან, მაგრამ ის მათ არ წარადგენს, რადგან ოპოზიცია მათ მხარს არ უჭერს. მაშინ რა აზრი აქვს კონკურსს, რა აზრი აქვს კომისიას, რა აზრი აქვს კრიტერიუმებს?“ – თქვა კობახიძემ.
ჩვენ მხარს არ ვუჭერდით სხვა კანდიდატებს, ვინაიდან ეს სამი საუკეთესო იყო, დასძინა მან.
ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს. ის შექმნის ასევე საკონკურსო კომისიას.
საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში საქართველოს პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელიც იქნება. საკანონმდებლო ორგანოსთვის კანდიდატების წარდგენის პრეროგატივა ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.
თუ კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევენ კანდიდატებს ყველა ვაკანსიისთვის, პრეზიდენტი წამოაყენებს სხვა კანდიდატს, რომელიც შესაბამის კონკურსში მიიღებს მონაწილეობას, და კენჭს უყრიან პრეზიდენტის მიერ წამოყენებულ კანდიდატს.
იცვლება ასევე არჩევნების პროცედურა და კვორუმი. კერძოდ, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს კანდიდატს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობებზე ხმათა უბრალო უმრავლესობით (76 ხმა), ისინი თანამდებობებს ხუთი წლის ვადით დაიკავებენ.
ამჟამად ცესკოს თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს დეპუტატების ხმათა 2/3-ით ხუთი წლის ვადით ირჩევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ტარდება განმეორებითი კენჭისყრა და მაშინ გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტს უბრალო უმრავლესობა, ანუ 76 ხმა ჰყოფნის. მაგრამ ამ შემთხვევაში უფლებამოსილების ვადა მხოლოდ 6 თვეს შეადგენს.
2021 წელს ცვლილებების ძალაში შესვლის მომენტიდან პარლამენტი ვეღარ ირჩევს ცესკოს თავმჯდომარეს ხუთი წლის ვადით.
ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე და მას მმართველი პარტიის მიერ ხელდასმულს უწოდებს. კრიტიკა 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნების შემდეგ გაძლიერდა.
ოპოზიციონერებმა ცესკო კენჭისყრის შედეგების ფალსიფიკაციაში დაადანაშაულეს, მაშინ, როცა საერთაშორისო დამკვირვებლებმა საარჩევნო კომისიების მუშაობაში სერიოზული დარღვევები ვერ დაინახეს.
ამჯერად ოპოზიციამ გადაწყვიტა, სრული იგნორირება გაუწიოს საქართველოს პარლამენტში ცვლილებების განხილვას. პროექტის განხილვა მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
ამან მმართველი პარტიის უკმაყოფილება გამოიწვია.
„გამოიტანა მომხსენებელმა პატიოსნად, უნდა შემოსულიყვნენ დარბაზში, დაესვათ კითხვები და ვერ მოასწრეს, დაეძინათ, დააგვიანდათ, ეს არის დღევანდელი ოპოზიციის სახე. კატასტროფაა ეს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციაში კი განაცხადეს, რომ განხილვაში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ.
„არავითარი აზრი არ აქვს უსაგნო დებატებში შესვლას, არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა – პრეზიდენტს კანდიდატის დასახელების უფლება არ აქვს. არავინ არაფერს ეკითხება ოპოზიციას“, – აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ყურმოჭრილი ცესკოს თავმჯდომარე და წევრები ჰყავდეს, დასძინა მან.
„გირჩის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ცვლილებებში „ქართული ოცნების“ დიქტატურის ნიშნები დაინახა.
„კონსენსუსის ნაცვლად „ქართული ოცნება“ ცესკოს თავმჯდომარისა და მისი წევრების ასარჩევად ძალას აჩვენებს და უმრავლესობას იყენებს პრეზიდენტისა და ცესკოს თავმჯდომარის წინააღმდეგ, რადგან ასეთი ცვლილებები აუარესებს ცესკოს რეპუტაციას“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
„ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა დიალოგზე და უმრავლესობას იყენებს, როგორც ბრძოლის მეთოდს იმათთან, ვინც მათ არ ეთანხმება, დასძინა მან.
ნეიტრალური და მიუკერძოებელი ცესკო და ამ მიზნით რეფორმის ჩატარება არის ევროკომისიის ერთ-ერთი მოთხოვნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
გარდა ამისა, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.
მორიგი არჩევნები საქართველოში ახალი სისტემით უნდა ჩატარდეს. არჩევნები გაიმართება ელექტრონული კენჭისყრის მეშვეობით პროპორციული სისტემით, პარტიებისთვის მაღალი გამსვლელი 5%-იანი ბარიერით, ნებისმიერი საარჩევნო ბლოკების აკრძალვის პირობებში.
საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის თანახმად, პარლამენტში ადგილების მიღების რეალური შანსი მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვთ.
პარლამენტში მოხვედრის მცირე შანსი აქვთ ასევე ოპოზიციურ პარტიებს: „ლელო“, „საქართველოსთვის“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“.