https://sputnik-georgia.com/20230517/sad-sezleben-taqsis-mzrolebi-qr-kodis-arebas-277761080.html
სად შეძლებენ ტაქსის მძღოლები QR კოდების აღებას
სად შეძლებენ ტაქსის მძღოლები QR კოდების აღებას
Sputnik საქართველო
მერია A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს მომსახურების ღირებულების QR კოდით გადახდის სწრაფ და ინოვაციურ სერვისს სთავაზობს. 17.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-17T15:54+0400
2023-05-17T15:54+0400
2023-05-17T19:52+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24675/99/246759990_0:109:3000:1797_1920x0_80_0_0_e41b27b86da65be7bf75f295b40a86fc.jpg
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. მგზავრობის საფასურის გამარტივებული გადახდისთვის ბრენდირებული QR კოდები A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს 22 მაისიდან გადაეცემათ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. კალაძის თქმით, სიახლე, რომელიც მან საზოგადოებას წინა მთავრობის სხდომაზე გააცნო, ითვალისწინებს A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის მომსახურების ღირებულების QR კოდით გადახდის სწრაფი და ინოვაციური სერვისის შეთავაზებას, რომელიც კომპანია BKN301 Georgia-მ შეიმუშავა. ეს შეიძლება არა მხოლოდ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის იყოს განსაზღვრული, არამედ B კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვისაც, თუმცა ისინი ძირითადად აპლიკაციით მუშაობენ. „A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ QR კოდი, რომელიც ძალიან კომფორტულია როგორც მძღოლისთვის, ასევე მგზავრისთვის. შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს ხელზე თანხა და ის ამ დროს ბარათით საფასურის გადახდას მარტივად შეძლებს ამ QR კოდის საშუალებით. ტაქსის მძღოლი კი მომენტალურად მიიღებს თანხას მის საბანკო ანგარიშზე", – განაცხადა კალაძემ. QR კოდების მიღებას მძღოლები შეძლებენ თბილისის მერიის, სამგორისა და გლდანის მუნიციპალურ სერვის-ცენტრებში (ჟ.შარტავას ქ. N7; მოსკოვის გამზირი N14; დ. სარაჯიშვილის ქ. N1გ). ტაქსის რეფორმა თბილისში 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაევალათ. მეორე ეტაპი ზუსტად ერთი წლის შემდეგ დაიწყო – 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ტაქსები დაიყო ორ კატეგორიად – A და B. მესამე ეტაპზე – მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ყველა ის ფიზიკური პირი, რომელსაც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ერთხელ მაინც ფლობდა А კატეგორიის ლიცენზიას, უვადო ნებართვას მიიღებს (ნებართვა მერიის სპეციალურ ვებ-გვერდზე 1 აპრილიდან წლის განმავლობაში უნდა გააქტიურდეს). დასაშვები გახდა ამ ნებართვების გაყიდვა ან იჯარით გაცემა თბილისის მერიის მიერ შექმნილი პორტალის მეშვეობით. А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24675/99/246759990_230:0:2771:1906_1920x0_80_0_0_8e84054229afa7d455314059f3312c73.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
სად შეძლებენ ტაქსის მძღოლები QR კოდების აღებას
15:54 17.05.2023 (განახლებულია: 19:52 17.05.2023) მერია A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს მომსახურების ღირებულების QR კოდით გადახდის სწრაფ და ინოვაციურ სერვისს სთავაზობს.
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. მგზავრობის საფასურის გამარტივებული გადახდისთვის ბრენდირებული QR კოდები A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს 22 მაისიდან გადაეცემათ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, სიახლე, რომელიც მან საზოგადოებას წინა მთავრობის სხდომაზე გააცნო, ითვალისწინებს A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის მომსახურების ღირებულების QR კოდით გადახდის სწრაფი და ინოვაციური სერვისის შეთავაზებას, რომელიც კომპანია BKN301 Georgia-მ შეიმუშავა. ეს შეიძლება არა მხოლოდ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის იყოს განსაზღვრული, არამედ B კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვისაც, თუმცა ისინი ძირითადად აპლიკაციით მუშაობენ.
„A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ QR კოდი, რომელიც ძალიან კომფორტულია როგორც მძღოლისთვის, ასევე მგზავრისთვის. შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს ხელზე თანხა და ის ამ დროს ბარათით საფასურის გადახდას მარტივად შეძლებს ამ QR კოდის საშუალებით. ტაქსის მძღოლი კი მომენტალურად მიიღებს თანხას მის საბანკო ანგარიშზე", – განაცხადა კალაძემ.
QR კოდების მიღებას მძღოლები შეძლებენ თბილისის მერიის, სამგორისა და გლდანის მუნიციპალურ სერვის-ცენტრებში (ჟ.შარტავას ქ. N7; მოსკოვის გამზირი N14; დ. სარაჯიშვილის ქ. N1გ).
ტაქსის რეფორმა თბილისში 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაევალათ. მეორე ეტაპი ზუსტად ერთი წლის შემდეგ დაიწყო – 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ტაქსები დაიყო ორ კატეგორიად – A და B.
მესამე ეტაპზე – მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ყველა ის ფიზიკური პირი, რომელსაც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ერთხელ მაინც ფლობდა А კატეგორიის ლიცენზიას, უვადო ნებართვას მიიღებს (ნებართვა მერიის სპეციალურ ვებ-გვერდზე 1 აპრილიდან წლის განმავლობაში უნდა გააქტიურდეს). დასაშვები გახდა ამ ნებართვების გაყიდვა ან იჯარით გაცემა თბილისის მერიის მიერ შექმნილი პორტალის მეშვეობით.
А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.