რუსეთში უვიზოდ ქართველი მძღოლებიც შევლენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსატვირთო ავტომობილები ავტობანზე
სატვირთო ავტომობილები ავტობანზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2023
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეები რუსეთში წასვლას 23 წლის შემდეგ უვიზოდ შეძლებენ.
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. მძღოლებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, აღარ დასჭირდებათ ვიზა რუსეთის ტერიტორიაზე შესვლისას, იუწყება "პირველი არხი" საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოზე დაყრდნობით.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულება სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ 15 მაისს ამოქმედდა. ბრძანებულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას შეძლებენ მოქმედი დოკუმენტების საფუძველზე და იქ დარჩენას ყოველი 180 დღიდან ჯამში 90 დღის განმავლობაში.

„ამდენად, ვიზა აღარ დასჭირდებათ საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველებთან დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლებსაც", – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში შესვლა და გამოსვლა შეუძლით ვიზის გაფორმების გარეშე, პიროვნების დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტებით დიპლომატიური, სამსახურებრივი, კერძო, საქმიანი, ტურისტული, ჰუმანიტარული მიზნებით, ასევე სწავლისთვის.
რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 2000 წლის დეკემბერში დააწესა. მიზეზად პანკისის ხეობიდან ტერორისტების გადასვლის საფრთხე დასახელდა.
ყველა ახალი ამბავი
0