https://sputnik-georgia.com/20230517/rast-astaris-rkinigza-277771916.html
პუტინი ირანთან რკინიგზის მშენებლობაზე ხელმოწერის ცერემონიას ონლაინ დაესწრო
პუტინი ირანთან რკინიგზის მშენებლობაზე ხელმოწერის ცერემონიას ონლაინ დაესწრო
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანელ კოლეგა ებრაჰიმ რაისთან ერთად მონაწილეობა მიიღო რაშტ-ასტარის რკინიგზის მშენებლობის... 17.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-17T16:38+0400
2023-05-17T16:38+0400
2023-07-20T15:51+0400
რუსეთი
ირანი
ახალი ამბები
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24836/75/248367536_0:148:3115:1900_1920x0_80_0_0_3c5835c999c38cba87ca45a057d4779b.jpg
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანელ კოლეგა ებრაჰიმ რაისთან ერთად მონაწილეობა მიიღო რაშტ-ასტარის რკინიგზის მშენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაში, იუწყება „რია ნოვოსტი“.აღინიშნება, რომ ეს მონაკვეთი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი „ჩრდილოეთი–სამხრეთის“ ბოლო მონაკვეთია.მისი თქმით, ახალი დერეფნით ტრანსპორტირებას მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობები ექნება. ამის მაგალითად მან სანქტ-პეტერბურგიდან მუმბაიში საქონლის მიწოდება მოიყვანა და აღნიშნა, რომ თუ ახლა მიწოდებას 30-45 დღე სჭირდება, ახალი მონაკვეთის გახსნის შემდეგ საქონელი ათ დღეში მიაღწევს დანიშნულების ადგილს.როგორც პუტინმა აღნიშნა, ახალი სატრანსპორტო მარშრუტი ხელშესახებ და შესამჩნევ პრაქტიკულ წვლილს შეიტანს გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაშიც, ვინაიდან ის „განკუთვნილია სურსათისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის როგორც ირანში, ისე სპარსეთის ყურისა და აფრიკის ქვეყნებში“.რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ირანელ კოლეგას პროექტში პირადი მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ მის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც მოსკოვისთვის, ისე თეირანისა და მთელი გლობალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის.აღინიშნება, რომ რუსული მხრიდან რაშტ-ასტარის რკინიგზის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი ტრანსპორტის მინისტრმა ვიტალი საველიევმა მოაწერა, ირანის მხრიდან კი გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრმა მეჰრდად ბაზრფაშმა.
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24836/75/248367536_193:0:2924:2048_1920x0_80_0_0_f4ed38ae028296158c8e42c445c0593a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ირანი , ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, ირანი , ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანელ კოლეგა ებრაჰიმ რაისთან ერთად მონაწილეობა მიიღო რაშტ-ასტარის რკინიგზის მშენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაში, იუწყება „რია ნოვოსტი“.
აღინიშნება, რომ ეს მონაკვეთი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი „ჩრდილოეთი–სამხრეთის“ ბოლო მონაკვეთია.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უნიკალური სატრანსპორტო არტერია „ჩრდილოეთი–სამხრეთი“, რომლის ნაწილიც გახდება რაშტ-ასტარის რკინიგზა, ხელს შეუწყობს გლობალური სატრანსპორტო ნაკადების მნიშვნელოვან დივერსიფიკაციას“, — განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, ახალი დერეფნით ტრანსპორტირებას მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობები ექნება. ამის მაგალითად მან სანქტ-პეტერბურგიდან მუმბაიში საქონლის მიწოდება მოიყვანა და აღნიშნა, რომ თუ ახლა მიწოდებას 30-45 დღე სჭირდება, ახალი მონაკვეთის გახსნის შემდეგ საქონელი ათ დღეში მიაღწევს დანიშნულების ადგილს.
როგორც პუტინმა აღნიშნა, ახალი სატრანსპორტო მარშრუტი ხელშესახებ და შესამჩნევ პრაქტიკულ წვლილს შეიტანს გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაშიც, ვინაიდან ის „განკუთვნილია სურსათისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის როგორც ირანში, ისე სპარსეთის ყურისა და აფრიკის ქვეყნებში“.
რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ირანელ კოლეგას პროექტში პირადი მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ მის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც მოსკოვისთვის, ისე თეირანისა და მთელი გლობალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის.
აღინიშნება, რომ რუსული მხრიდან რაშტ-ასტარის რკინიგზის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი ტრანსპორტის მინისტრმა ვიტალი საველიევმა მოაწერა, ირანის მხრიდან კი გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრმა მეჰრდად ბაზრფაშმა.