https://sputnik-georgia.com/20230517/kvariatshi-kafis-mepatronem-tavis-dawva-scada-277776808.html
კვარიათში კაფეს მეპატრონემ თავის დაწვა სცადა
კვარიათში კაფეს მეპატრონემ თავის დაწვა სცადა
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ბათუმში მოქალაქემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, იუწყება ტელეკომპანია TV 25. 17.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-17T18:15+0400
2023-05-17T18:15+0400
2023-05-17T21:15+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ბათუმი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23519/78/235197896_464:374:1892:1177_1920x0_80_0_0_a8bda324ae7205ec431a6d57cf5ce313.jpg
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ბათუმში მოქალაქემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, იუწყება ტელეკომპანია TV 25.შემთხვევა კვარიათის დასახლებაში დღეს, დილით სანაპიროზე არსებულ კვების ობიექტ „ტორნადოში" მოხდა. კაფეს მეპატრონემ პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც ადგილზე ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები ობიექტის დემონტაჟისთვის მივიდნენ.მამაკაცმა ბენზინი სოციალურ ქსელში პირდაპირი ტრანსლაციის დროს გადაისხა. კაფეს მეპატრონემ ობიექტის საკუთარი სახსრებით დემონტაჟის პირობა დადო, თუმცა მანამდე ორთვიანი ვადა ითხოვა იმ სესხის დასაფარად, რომელიც კაფეს მშენებლობისთვის აქვს აღებული.როგორც მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა განაცხადეს, ობიექტის მფლობელს ერთთვიანი ვადა ჰქონდა მიცემული, რომელიც ამოიწურა.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23519/78/235197896_497:299:1836:1303_1920x0_80_0_0_9afeb13cf38e08670565119d0524f846.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ბათუმი , ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ბათუმი , ახალი ამბები
კვარიათში კაფეს მეპატრონემ თავის დაწვა სცადა
18:15 17.05.2023 (განახლებულია: 21:15 17.05.2023) თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ბათუმში მოქალაქემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, იუწყება ტელეკომპანია TV 25.
შემთხვევა კვარიათის დასახლებაში დღეს, დილით სანაპიროზე არსებულ კვების ობიექტ „ტორნადოში" მოხდა.
კაფეს მეპატრონემ პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც ადგილზე ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები ობიექტის დემონტაჟისთვის მივიდნენ.
მამაკაცმა ბენზინი სოციალურ ქსელში პირდაპირი ტრანსლაციის დროს გადაისხა.
„ყველას გთხოვთ შეაჩეროთ ეს უსამართლობა. შეაჩერეთ არჩილ ჩიქოვანის (ბათუმის მერი) და აჩიკო კონცელიძის (ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი) უკანონო ქმედება. „ტორნადოს" დანგრევა უკანონოდ იწყება", – განაცხადა ობიექტის მეპატრონემ.
კაფეს მეპატრონემ ობიექტის საკუთარი სახსრებით დემონტაჟის პირობა დადო, თუმცა მანამდე ორთვიანი ვადა ითხოვა იმ სესხის დასაფარად, რომელიც კაფეს მშენებლობისთვის აქვს აღებული.
როგორც მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა განაცხადეს, ობიექტის მფლობელს ერთთვიანი ვადა ჰქონდა მიცემული, რომელიც ამოიწურა.