https://sputnik-georgia.com/20230517/areebobs-tradiciuli-faseulobebis-ngrevis-mcdeloba-saqartvelos-patriarqis-mosaydre-277790503.html
არსებობს ტრადიციული ფასეულობების ნგრევის მცდელობა - საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე
არსებობს ტრადიციული ფასეულობების ნგრევის მცდელობა - საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე
Sputnik საქართველო
დღეს ოჯახის, ტრადიციული ქორწინების, სიცოცხლის დაცვა – არის ნამდვილი ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის, განაცხადა მღვდელმსახურმა. 17.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-17T22:18+0400
2023-05-17T22:18+0400
2023-05-17T23:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
რელიგია
საქართველოს საპატრიარქო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277765844_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_8642253f7d678e6fbce373691df27b95.jpg
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ტრადიციული ფასეულობების ნგრევის მცდელობა შეინიშნება ზოგიერთ ქვეყანაში და ეს აისახება საქართველოშიც, განაცხადა საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.მეუფე შიომ იქადაგა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით.მისი სიტყვებით, დღეს კანონმდებლობის, საერთაშორისო შეთანხმებების, დოკუმენტების დონეზე მიღებულია ნორმები, რომლებიც ახალისებენ თანაცხოვრებას ქორწინების გარეშე, სექსუალური გარყვნილების ყოველგვარ ფორმას, აბორტებს, გენდერულ იდეოლოგიას, მშობლების ავტორიტეტის დაკარგვას და სხვ.მეუფე შიომ აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს ბოლო წლებში დაემატა ბავშვების სქესის შეცვლის წახალისებაც.„ყველა ის ადამიანი, რომელიც ამას ეთანხმება, ხშირად საუბრობს ადამიანის უფლებებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ვერ ხედავენ ან არ სურთ დაინახონ მთავარი – ადამიანს აქვს უფლება უბრალოდ დაიბადოს და იცხოვროს ამ ქვეყანაზე“, – თქვა ღვთისმსახურმა.რის საფუძველზე ართმევენ ბავშვს ამ უფლებას და რატომ ითვლება დედის მუცლად ყოფნისას ასეთი ბავშვის სიკვდილი კანონიერ საქმედ? – დასვა კითხვა მეუფე შიომ აბორტებზე საუბრისას.ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წლის შემდეგ შემოიღეს, როდესაც ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა დაარბიეს ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია. დღე დააწესა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს.როგორც მაშინ პატრიარქმა აღნიშნა, ოჯახი - „კაცობრიობისა და სახელმწიფოს საფუძველია“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277765844_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_3e75894607f26b338f2057729007b859.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რელიგია, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, რელიგია, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება
არსებობს ტრადიციული ფასეულობების ნგრევის მცდელობა - საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე
22:18 17.05.2023 (განახლებულია: 23:10 17.05.2023) დღეს ოჯახის, ტრადიციული ქორწინების, სიცოცხლის დაცვა – არის ნამდვილი ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის, განაცხადა მღვდელმსახურმა.
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ტრადიციული ფასეულობების ნგრევის მცდელობა შეინიშნება ზოგიერთ ქვეყანაში და ეს აისახება საქართველოშიც, განაცხადა საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.
მეუფე შიომ იქადაგა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით.
„ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში არის ტრადიციული ფასეულობების ნგრევის და რღვევის მცდელობა, როდესაც მამაკაცსა და ქალს შორის ქორწინებას, როგორც ღმერთის მიერ დაწესებულ ერთადერთ და ნორმალურ ფორმას, თავს ესხმიან“, – აღნიშნა მეუფე შიომ.
მისი სიტყვებით, დღეს კანონმდებლობის, საერთაშორისო შეთანხმებების, დოკუმენტების დონეზე მიღებულია ნორმები, რომლებიც ახალისებენ თანაცხოვრებას ქორწინების გარეშე, სექსუალური გარყვნილების ყოველგვარ ფორმას, აბორტებს, გენდერულ იდეოლოგიას, მშობლების ავტორიტეტის დაკარგვას და სხვ.
მეუფე შიომ აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს ბოლო წლებში დაემატა ბავშვების სქესის შეცვლის წახალისებაც.
„ყველა ის ადამიანი, რომელიც ამას ეთანხმება, ხშირად საუბრობს ადამიანის უფლებებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ვერ ხედავენ ან არ სურთ დაინახონ მთავარი – ადამიანს აქვს უფლება უბრალოდ დაიბადოს და იცხოვროს ამ ქვეყანაზე“, – თქვა ღვთისმსახურმა.
რის საფუძველზე ართმევენ ბავშვს ამ უფლებას და რატომ ითვლება დედის მუცლად ყოფნისას ასეთი ბავშვის სიკვდილი კანონიერ საქმედ? – დასვა კითხვა მეუფე შიომ აბორტებზე საუბრისას.
„ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ოჯახის, ტრადიციული ქორწინების, სიცოცხლის დაცვის დღეა. ესაა ნამდვილი ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის, ესაა ბრძოლა სიცრუესთან, ბოროტებასთან და, შეიძლება ითქვას, ესაა ბრძოლა სიკვდილის კულტურასთან“, – აღნიშნა მან.
ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წლის შემდეგ შემოიღეს, როდესაც ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა დაარბიეს ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია. დღე დააწესა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს.
როგორც მაშინ პატრიარქმა აღნიშნა, ოჯახი - „კაცობრიობისა და სახელმწიფოს საფუძველია“.