აღმოსავლელ ბრძენთა 7 რჩევა: რა უნდა შეინახოთ საიდუმლოდ
15:01 17.05.2023 (განახლებულია: 13:31 21.09.2023)
© Pixabay / Darkmoon_Art

© Pixabay / Darkmoon_Art
გამოწერა
აღმოსავლური სიბრძნე ღაღადებს, თუ ოცნების განადგურება გინდა, ყველას უამბე მის შესახებო.
ალბათ ბევრს და თანაც არაერთხელ შეგინიშნავთ, რომ მას შემდეგ, რაც ვინმესთან საკუთარ გეგმებზე გისაუბრიათ, წამოწყება მალევე ჩაგშლიათ.
ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მეგობრებს ან ოჯახის წევრებს თქვენი წარმატება არ სურთ. უბრალოდ, როგორც ამბობენ, როცა ვინმეს ოცნებებს უზიარებთ, ამ დროს თქვენს აზრებს თანამოსაუბრის ემოციები და აზრები ემატება. ხოლო რაც უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს თქვენს ოცნებაზე, მით უფრო იცვლება იგი. შესაბამისად, მის განხორციელებას უფრო მეტი ენერგია და ძალისხმევა სჭირდება.
სწორედ ამიტომ ურჩევს აღმოსავლური სიბრძე ადამიანებს, მანამ შეინახონ ნაოცნებარი გულში, სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანენ.
გარდა გეგმებისა, არსებობს კიდევ რამდენიმე თემა, რომელზე საუბარიც მათ კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნიათ და ამბობენ, რომ ეს საკითხები ყოველთვის დაფარული უნდა იყოს სხვათა ყურისთვის.
საიდუმლოდ შესანახი, ანუ არასდროს ილაპარაკოთ:
საკუთარ სიკეთესა და ქველმოქმედებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში პატივმოყვარეობა მოგერევათ და ყველაფერს დაკარგავთ, რაც კეთილი საქმეებისთვის მოუცია ცხოვრებას.
საკუთარ ასკეტიზმზე. არ არის საჭირო, ყველამ იცოდეს, რა სახის შეზღუდვებს უწესებთ თავს საჭმელში, ძილში თუ სექსში. ფიზიკურ ასკეტიზმს მხოლოდ მაშინ მოაქვს სარგებელი, თუ ის ადამიანის შინაგან ემოციებს ერწყმის.
შინაგან გმირობაზე. ვიღაც გარე განსაცდელებით გამოიცდება, ვიღაც კი — შინაგანით. გარე განსაცდელები თვალით ჩანს, ამიტომ ადამიანები მათი დაძლევისთვის ჯილდოს იღებენ, ან სხვათა მოწონებას იმსახურებენ. შინაგანი განსაცდელების დაძლევისთვის მაინც არავინ მოგცემთ ჯილდოს, ამიტომ ამაზე საუბარი საერთოდ არ ღირს.
სულიერ ცოდნაზე. სულიერ ცოდნას სხვადასხვა დონეები აქვს და მხოლოდ მაშინ შეიძლება ამაზე ლაპარაკი, როცა ცნობიერების სიწმინდის გარკვეულ დონეს მიაღწევთ. ჭშმარიტების დამწყები მქადაგებლების მთავარი შეცდომა ისაა, რომ მაღალი სულიერი ცოდნის გაზიარებას ნაადრევად იწყებენ, რითაც სარგებელი კი არ მოაქვთ ადამიანებისთვის, პირიქით, აბნევენ და აშინებენ მათ.
ოჯახურ ცხოვრებაზე. გახსოვდეთ, რაც უფრო ნაკლებად ილაპარაკებთ შინაურ კონფლიქტებზე, მით უფრო ძლიერი და მყარი გახდება თქვენი ოჯახი. ჩხუბი ხომ მხოლოდ დაგროვილი უარყოფითი ენერგიისგან თავის დაღწევის პროცესია.
ქუჩაში გაგონილ უსიამოვნო სიტყვებზე. ადამიანს შეუძლია ქუჩაში ფეხსაცმელი გაიტალახიანოს, შეუძლია გონება დაიბინძუროს. შინ მისული კაცი, რომელიც ყველანაირ სისულელეზე ლაპარაკობს, არაფრით განსხვავდება იმისგან, ვინც გაწკრიალებულ ოთახში ტალახიანი ფეხსაცმლით შედის.