https://sputnik-georgia.com/20230517/-european-museums-forum--------277782679.html
კალაძემ European Museums Forum-ზე ილია ჭავჭავაძის მუზეუმის წარმატებაზე ისაუბრა
კალაძემ European Museums Forum-ზე ილია ჭავჭავაძის მუზეუმის წარმატებაზე ისაუბრა
Sputnik საქართველო
ქართულმა მუზეუმმა დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდის, ავსტრიის, ბელგიისა და შვეიცარიის მუზეუმებთან ერთად ევროპაში აღიარება მოიპოვა. 17.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-17T20:06+0400
2023-05-17T20:06+0400
2023-08-17T19:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/08/272829763_0:134:2560:1574_1920x0_80_0_0_d20cb35b90ee6f8dd13f38cbb0d0b00a.jpg
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა ილია ჭავჭავაძის ქართული ლიტერატურისა და მემორიალური მუზეუმის წარმატებაზე ევროპის მუზეუმების ფორუმის კონკურსზე (European Museums Forum), სადაც დაწესებულება „სპეციალური პრიზის“ კატეგორიაში იყო მოხსენიებული.„ევროპის წლის მუზეუმის“ პრემია 1977 წელს დაარსდა. ევროპის საბჭოს ეგიდით მიმდინარე კონკურსი მიზნად ისახავს ევროპაში სამუზეუმო სფეროს საუკეთესო პრაქტიკის აღიარებას და ხელს უწყობს სამუზეუმო სივრცეში ინოვაციური მიდგომების განვითარებას.აღსანიშნავია, რომ ამ კონკურსზე The Silletto-ს ნომინაციაში „ინკლუზიისა და საზოგადოების ჩართულობისთვის“ კიდევ ერთმა ქართულმა მუზეუმმა, ოთარ ლორთქიფანიძის ვანის სახელობის არქეოლოგიურმა მუზეუმ-ნაკრძალმა გაიმარჯვა.ჭავჭავაძის მუზეუმი თბილისის ცენტრში, ჯავახიშვილის ქუჩაზე 1982 წელს გაიხსნა. ერთ დროს შენობა ილია ჭავჭავაძის დას - ელისაბედს ეკუთვნოდა. ელისაბედის ქმარმა, ალექსანდრე საგინაშვილმა ის ჯერ კიდევ 1880 წელს ააშენა.ამ სახლში 1888-1901 წლებში ილია ჭავჭავაძე თავის მეუღლესთან ოლღა გურამიშვილთან ერთად ცხოვრობდა. ამ სახლს უკავშირდება ილიას აქტიური სოციალური, პოლიტიკური და შემოქმედებითი ცხოვრების წლები.აქვე ფუნქციონირებდა ჭავჭავაძის მიერ დაარსებული გაზეთი „ივერიის“ რედაქცია და სტამბაც.მე-19 საუკუნეში სახლი ცნობილი იყო იმით, რომ ხუთშაბათობით აქ იკრიბებოდა რჩეული საზოგადოება და იმართებოდა ლიტერატურული საღამოები. ახლა მუზეუმის კომპლექსში შედის კოშკი, ღვინის მარნები, მარცვლეულის ბეღელი, წყლის წისქვილი და თონე.დღეს ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ინახება ილიას ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა მასალა: მემორიალური ნივთები, პირადი არქივები, მისი შემოქმედების გამოცემები, აგრეთვე მისი მოღვაწეობისა და ცხოვრებისადმი მიძღვნილი ლიტერატურა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/08/272829763_142:0:2418:1707_1920x0_80_0_0_91cfa62a13b3a9a6a5491045aa198d64.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, კახა კალაძე
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, კახა კალაძე
კალაძემ European Museums Forum-ზე ილია ჭავჭავაძის მუზეუმის წარმატებაზე ისაუბრა
20:06 17.05.2023 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) ქართულმა მუზეუმმა დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდის, ავსტრიის, ბელგიისა და შვეიცარიის მუზეუმებთან ერთად ევროპაში აღიარება მოიპოვა.
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა ილია ჭავჭავაძის ქართული ლიტერატურისა და მემორიალური მუზეუმის წარმატებაზე ევროპის მუზეუმების ფორუმის კონკურსზე (European Museums Forum), სადაც დაწესებულება „სპეციალური პრიზის“ კატეგორიაში იყო მოხსენიებული.
„ევროპის წლის მუზეუმის“ პრემია 1977 წელს დაარსდა. ევროპის საბჭოს ეგიდით მიმდინარე კონკურსი მიზნად ისახავს ევროპაში სამუზეუმო სფეროს საუკეთესო პრაქტიკის აღიარებას და ხელს უწყობს სამუზეუმო სივრცეში ინოვაციური მიდგომების განვითარებას.
„მიხარია, რომ დიდ ბრიტანეთთან, ნიდერლანდთან, ავსტრიასთან, ბელგიასთან და შვეიცარიასთან ერთად განსაკუთრებული აღიარება თბილისში მდებარე მუზეუმმაც დაიმსახურა“, – განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
აღსანიშნავია, რომ ამ კონკურსზე The Silletto-ს ნომინაციაში „ინკლუზიისა და საზოგადოების ჩართულობისთვის“ კიდევ ერთმა ქართულმა მუზეუმმა, ოთარ ლორთქიფანიძის ვანის სახელობის არქეოლოგიურმა მუზეუმ-ნაკრძალმა გაიმარჯვა.
ჭავჭავაძის მუზეუმი თბილისის ცენტრში, ჯავახიშვილის ქუჩაზე 1982 წელს გაიხსნა. ერთ დროს შენობა ილია ჭავჭავაძის დას - ელისაბედს ეკუთვნოდა. ელისაბედის ქმარმა, ალექსანდრე საგინაშვილმა ის ჯერ კიდევ 1880 წელს ააშენა.
ამ სახლში 1888-1901 წლებში ილია ჭავჭავაძე თავის მეუღლესთან ოლღა გურამიშვილთან ერთად ცხოვრობდა. ამ სახლს უკავშირდება ილიას აქტიური სოციალური, პოლიტიკური და შემოქმედებითი ცხოვრების წლები.
აქვე ფუნქციონირებდა ჭავჭავაძის მიერ დაარსებული გაზეთი „ივერიის“ რედაქცია და სტამბაც.
მე-19 საუკუნეში სახლი ცნობილი იყო იმით, რომ ხუთშაბათობით აქ იკრიბებოდა რჩეული საზოგადოება და იმართებოდა ლიტერატურული საღამოები. ახლა მუზეუმის კომპლექსში შედის კოშკი, ღვინის მარნები, მარცვლეულის ბეღელი, წყლის წისქვილი და თონე.
დღეს ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ინახება ილიას ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა მასალა: მემორიალური ნივთები, პირადი არქივები, მისი შემოქმედების გამოცემები, აგრეთვე მისი მოღვაწეობისა და ცხოვრებისადმი მიძღვნილი ლიტერატურა.