https://sputnik-georgia.com/20230517/-------277774837.html
თბილისში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა გაიმართა
თბილისში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა გაიმართა
Sputnik საქართველო
ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება. 17.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-17T17:42+0400
2023-05-17T17:42+0400
2023-05-17T20:57+0400
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277765954_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_933a96b0ed443c2d2c5583337ce35ba4.jpg
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. თბილისში ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო მსვლელობაში რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, იუწყება Sputnik-ის კორესპონდენტი.2014 წლიდან ყოველ 17 მაისს საპატრიარქო აწყობს მსვლელობას რუსთაველის გამზირზე სამების საკათედრო ტაძრისკენ. ოჯახის სიწმინდის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს დააარსა. როგორც მაშინ პატრიარქმა აღნიშნა, ოჯახი კაცობრიობისა და სახელმწიფოს საფუძველია.„ეს დღე მართლაც წმინდაა ყველა ქართველისა და ქართული ოჯახისთვის. მგონია, რომ მათ, ვინც სახლში დარჩა და მონაწილეობა არ მიიღო მსვლელობაში, საამისოდ სერიოზული მიზეზი უნდა ჰქონდეთ. არ მჯერა, რომ ვინმეს სურვილი არ აქვს აქ ყოფნის", – განაცხადა მსვლელობის მონაწილე ანა მახარაძემ.სადღესასწაულო მსვლელობას წინ უძღოდა საზეიმო წირვა, რომელიც ქაშვეთის ეკლესიაში მიტროპოლიტმა შიომ აღავლინა.ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წლის შემდეგ დაწესდა, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს. მათი მოქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. 2014 წლიდან კი ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277765954_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_212e3075617c7b73b38ac18a40139ef0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს საპატრიარქო, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს საპატრიარქო, ახალი ამბები
თბილისში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა გაიმართა
17:42 17.05.2023 (განახლებულია: 20:57 17.05.2023) ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. თბილისში ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო მსვლელობაში რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, იუწყება
Sputnik-ის კორესპონდენტი.
2014 წლიდან ყოველ 17 მაისს საპატრიარქო აწყობს მსვლელობას რუსთაველის გამზირზე სამების საკათედრო ტაძრისკენ.
ოჯახის სიწმინდის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს დააარსა. როგორც მაშინ პატრიარქმა აღნიშნა, ოჯახი კაცობრიობისა და სახელმწიფოს საფუძველია.
„ეს დღე მართლაც წმინდაა ყველა ქართველისა და ქართული ოჯახისთვის. მგონია, რომ მათ, ვინც სახლში დარჩა და მონაწილეობა არ მიიღო მსვლელობაში, საამისოდ სერიოზული მიზეზი უნდა ჰქონდეთ. არ მჯერა, რომ ვინმეს სურვილი არ აქვს აქ ყოფნის", – განაცხადა მსვლელობის მონაწილე ანა მახარაძემ.
სადღესასწაულო მსვლელობას წინ უძღოდა საზეიმო წირვა, რომელიც ქაშვეთის ეკლესიაში მიტროპოლიტმა შიომ აღავლინა.
ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წლის შემდეგ დაწესდა, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს. მათი მოქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. 2014 წლიდან კი ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.