ვინ ჩააბეტონა ხეები სურამში

© photo: Sputnik / Stringerწიწვოვანი ხეები პარკში
წიწვოვანი ხეები პარკში - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2023
გამოწერა
სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტომ საქართველოს მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია.
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. სურამში წიწვოვანი ხეები კერძო პირმა თვითნებურად ჩააბეტონა, ნათქვამია საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.
ამ დღეებში სოციალურ ქსელში კურორტ სურამის ბაიანთხევის დასახლებაში გადაღებული ფოტო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ წიწვოვანი ხეების გარშემო ბეტონია დასხმული. ფოტომ საქართველოს მოსახლეობის აღშფოთება და კრიტიკა გამოიწვია, ადამიანებმა საქალაქო სამსახურების რეაგირება და დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს.
უწყების ინფორმაციით, კერძო პირის მიერ უკანონოდ იყო ჩაბეტონებული მის სახლამდე მისასვლელი გზა, მათ შორის ხეები.
© Courtesy of Department of Environmental Supervisionჩაბეტონებული ხეების „გათავისუფლება“ სურამში
Снятие бетона в Сурами - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2023
ჩაბეტონებული ხეების „გათავისუფლება“ სურამში
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ჯერ კიდევ 11 მაისს გამოავლინეს სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების რამდენიმე ფაქტი, რის შემდეგაც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. თუმცა მაშინ ტერიტორიებზე არ ფიქსირდებოდა ბეტონის დასხმის არანაირი კვალი, აღნიშნეს უწყებაში.
სამართალდამრღვევმა ტერიტორიის ბეტონით დაფარვის სამუშაოები 12-14 მაისს, უქმეებზე განახორციელა. გაირკვა, რომ დაბეტონებული ტერიტორიის ნაწილი – 267 კვ.მ წარმოადგენს სახელმწიფო ტყის, ხოლო 117 კვ.მ – მუნიციპალურ ტერიტორიას.
ამ დროისათვის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბეტონის ფენის მოხსნა, რის შემდეგაც ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები შესაბამის ღონისძიებებს გაატარებენ, მოხდება გარემოზე მიყენებული ზიანის შესწავლა.
როგორც ხაშურის მერიაში განაცხადეს, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე სამართალდარღვევას დროულად არ აღმოფხვრის, რაც ტერიტორიის ადრინდელ მდგომარეობაში დაბრუნებას გულისხმობს, დაეკისრება შესაბამისი მკაცრი სანქციები.
მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ გარემოს და თავი შეიკავონ უკანონო ქმედებებისგან.
ყველა ახალი ამბავი
0