https://sputnik-georgia.com/20230516/saeklesio-kalendari-16-maisi-277669002.html
საეკლესიო კალენდარი: 16 მაისი
საეკლესიო კალენდარი: 16 მაისი
Sputnik საქართველო
16 მაისს საქართველოს მართლმაადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმ. მამაჲ კათალიკოსისა; ღირსთა: მიქაელ და არსენ ულუმბოელთა ; მოწამეთა: ტიმოთესი და მავრასი ... 16.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-16T09:00+0400
2023-05-16T09:00+0400
2023-05-16T09:00+0400
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24822/17/248221715_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_b90934b6fbb876531692dd9273d144f8.jpg
16 მაისს საქართველოს მართლმაადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმ. მამაჲ კათალიკოსისა; ღირსთა: მიქაელ და არსენ ულუმბოელთა ; მოწამეთა: ტიმოთესი და მავრასი ; ღირსისა პეტრე საკვირველთმოქმედისა, არგოსელი ეპისკოპოსისა ; ღირსისა თეოდოსისა, კიეველი იღუმენისა .Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.წმიდა მამაჲ კათოლიკოსისაქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელის ტახტზე იჯდა 731-744 წლებში.ცნობები მის შესახებ არ შემონახულა. მამაჲ კათოლიკოსი მოხსენიებულია ზედაზნელ მამათა სიაში. „ზედაძენს დაჯდა მამაჲ [ოცდა]გ წელს, მცხეთის კათალიკოსად დაჯდა ათოთხმეტ წელ“. როგორც ჩანს, ზედაზნის მონასტრის წინამძღვარი გამორჩეული სულიერებისათვის და მოღვაწეობისათვის საქართველოს კათოლიკოსად აურჩევიათ.წმიდა მამაჲს მოღვაწეობით მადლიერი საქართველოს ეკლესია დღესაც იმედის თვალით შეჰყურებს თავის ბრძენ მწყემსმთავარს: „ვიხარებთ ხსენებასა შენსა ზედა, წმიდაო ღვთისა მამაჲ და ვითხოვთ წყალობასა, მოგვანიჭე საუკუნო სიყვარული ლოცვითა შენითა წმიდითა. ამინ“.წმიდა მოწამენი ტიმოთე და მავრამოწამეობრივ აღესრულნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნის დროს.ხანგრძლივი წამების შემდეგ არიანეს ბრძანებით წმიდანები ჯვარზე გააკრეს. მეათე დღეს მოწამენი აღესრულნენ. ეს მოხდა 286 წელს. მოგვიანებით კონსტანტინეპოლში აშენდა მათი სახელობის ტაძარი და დადგინდა მათი ხსენების დღე.ღირსი თეოდოსი იღუმენი რუსეთის სამონასტრო წესდების დამაარსებელი და მონაზვნობის ფუძემდებელი1054 წელს ღირს თეოდოსის მღვდელმონაზვნად დაასხეს ხელი, 1057 წელს კი იღუმენად აირჩიეს. მისმა მოღვაწეობამ მრავალი ბერი შეკრიბა სავანეში. მან ააშენა ახალი ეკლესია და შემოიღო სტუდიონის მონასტრის წესდება. იღუმენის ხარისხში მყოფი ღირსი თეოდოსი ყველაზე მძიმე მორჩილებაში იყო. ის ჩვეულებრივ, მხოლოდ პურს და მწვანილს ჭამდა, ღამეებს კი ლოცვაში ათევდა. ღირსი მამა განსაკუთრებით ზრუნავდა გაჭირვებულებზე. წმიდა თეოდოსიმ იწინასწარმეტყველა თავისი სიკვდილი და აღესრულა 1074 წელს. ის დაკრძალეს მის მიერვე გათხრილ მღვიმეში, სადაც დიდმარხვას ატარებდა ხოლმე. 1091 წელს აღმოიყვანეს წმიდანის უხრწნელი ნაწილები. 1108 წელს მოხდა მისი კანონიზაცია.ღირსი პეტრე საკვირველთმოქმედი, არგოსის ეპისკოპოსი ცხოვრობდა IX-X საიკუნეშიეპისკოპოსად ხელდასხმის შემდეგ წმიდა პეტრე გულმოდგინედ იღწვოდა სამწყსოსთვის. მფარველობდა ყველა გაჭირვებულს, განსაკუთრებით კი ქვრივ-ობლებზე ზრუნავდა. წმიდა პეტრემ დიდი ხნით ადრე იწინასწარმეტყველა თავისი მიცვალების დღე და აღესრულა 70 წლის ასაკში. მისი წმიდა ნეშტი 1421 წელს გადაასვენეს არგოსიდან ნავპოლიაში. მღვდელმთავრის მირონმდინარე ნაწილებთან სასწაულები და კურნებები აღესრულებოდა.ღირსნი მამანი მიქაელ და არსენ ქართველნი - ულუმბოელნიიერუსალიმის პატრიარქის, სერგის (843-859) თანამედროვენი იყვნენ. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპები მოიხსენიებს „წმიდათა მამათა ჩუენთა მიქაელ და არსენს, რომელთა აღაშენეს ულუმბოჲ“. როგორც ჩანს, არსენს და მიქაელს ჩაუყრიათ საფუძველი ქართველთა ბერ-მონაზვნობისთვის ულუმბოზე.პავლე ინგოროყვას ვარაუდით, ერთ-ერთი მოხსენიებული პირი - არსენი არის წმიდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფე, „კაცი შუენიერი, კეთილი მონაზონი, სრული სიბრძნითა, შვილი დიდებულთა აზნაურთა, ტომი დიდისა ეფრემ მაწყუერელ ეპისკოპოსისა“. იგი ხანძთიდან ეწვია პალესტინას, სადაც მაკარი ლეთეთელთან ერთად მოღვაწეობდა, შემდეგ კი მცირე აზიაში გადავიდა და ულუმბოს მთაზე დასახლდა.როცა ოცი წლის შემდეგ, ღირსი ილარიონ ქართველი (ხს. 19 ნოემბერს) ჩასულა ულუმბოზე, აქ მხოლოდ სამი ქართველი დახვედრია, უეჭველია, არსენისა და მიქაელის მოწაფეთაგანნი.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
https://sputnik-georgia.com/20230515/saeklesio-kalendari-15-maisi-277653229.html
https://sputnik-georgia.com/20230514/--14--277646750.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24822/17/248221715_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_151ae773585e8e1a38c7b60c9f49492d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საეკლესიო კალენდარი, რელიგია, საქართველო, საზოგადოება
საეკლესიო კალენდარი, რელიგია, საქართველო, საზოგადოება
16 მაისს საქართველოს მართლმაადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმ. მამაჲ კათალიკოსისა; ღირსთა: მიქაელ და არსენ ულუმბოელთა ; მოწამეთა: ტიმოთესი და მავრასი ; ღირსისა პეტრე საკვირველთმოქმედისა, არგოსელი ეპისკოპოსისა ; ღირსისა თეოდოსისა, კიეველი იღუმენისა .
Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელის ტახტზე იჯდა 731-744 წლებში.
ცნობები მის შესახებ არ შემონახულა. მამაჲ კათოლიკოსი მოხსენიებულია ზედაზნელ მამათა სიაში. „ზედაძენს დაჯდა მამაჲ [ოცდა]გ წელს, მცხეთის კათალიკოსად დაჯდა ათოთხმეტ წელ“. როგორც ჩანს, ზედაზნის მონასტრის წინამძღვარი გამორჩეული სულიერებისათვის და მოღვაწეობისათვის საქართველოს კათოლიკოსად აურჩევიათ.
წმიდა მამაჲს მოღვაწეობით მადლიერი საქართველოს ეკლესია დღესაც იმედის თვალით შეჰყურებს თავის ბრძენ მწყემსმთავარს: „ვიხარებთ ხსენებასა შენსა ზედა, წმიდაო ღვთისა მამაჲ და ვითხოვთ წყალობასა, მოგვანიჭე საუკუნო სიყვარული ლოცვითა შენითა წმიდითა. ამინ“.
წმიდა მოწამენი ტიმოთე და მავრა
მოწამეობრივ აღესრულნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნის დროს.
ხანგრძლივი წამების შემდეგ არიანეს ბრძანებით წმიდანები ჯვარზე გააკრეს. მეათე დღეს მოწამენი აღესრულნენ. ეს მოხდა 286 წელს. მოგვიანებით კონსტანტინეპოლში აშენდა მათი სახელობის ტაძარი და დადგინდა მათი ხსენების დღე.
ღირსი თეოდოსი იღუმენი რუსეთის სამონასტრო წესდების დამაარსებელი და მონაზვნობის ფუძემდებელი
1054 წელს ღირს თეოდოსის მღვდელმონაზვნად დაასხეს ხელი, 1057 წელს კი იღუმენად აირჩიეს. მისმა მოღვაწეობამ მრავალი ბერი შეკრიბა სავანეში. მან ააშენა ახალი ეკლესია და შემოიღო სტუდიონის მონასტრის წესდება. იღუმენის ხარისხში მყოფი ღირსი თეოდოსი ყველაზე მძიმე მორჩილებაში იყო. ის ჩვეულებრივ, მხოლოდ პურს და მწვანილს ჭამდა, ღამეებს კი ლოცვაში ათევდა. ღირსი მამა განსაკუთრებით ზრუნავდა გაჭირვებულებზე. წმიდა თეოდოსიმ იწინასწარმეტყველა თავისი სიკვდილი და აღესრულა 1074 წელს. ის დაკრძალეს მის მიერვე გათხრილ მღვიმეში, სადაც დიდმარხვას ატარებდა ხოლმე. 1091 წელს აღმოიყვანეს წმიდანის უხრწნელი ნაწილები. 1108 წელს მოხდა მისი კანონიზაცია.
ღირსი პეტრე საკვირველთმოქმედი, არგოსის ეპისკოპოსი ცხოვრობდა IX-X საიკუნეში
ეპისკოპოსად ხელდასხმის შემდეგ წმიდა პეტრე გულმოდგინედ იღწვოდა სამწყსოსთვის. მფარველობდა ყველა გაჭირვებულს, განსაკუთრებით კი ქვრივ-ობლებზე ზრუნავდა. წმიდა პეტრემ დიდი ხნით ადრე იწინასწარმეტყველა თავისი მიცვალების დღე და აღესრულა 70 წლის ასაკში. მისი წმიდა ნეშტი 1421 წელს გადაასვენეს არგოსიდან ნავპოლიაში. მღვდელმთავრის მირონმდინარე ნაწილებთან სასწაულები და კურნებები აღესრულებოდა.
ღირსნი მამანი მიქაელ და არსენ ქართველნი - ულუმბოელნი
იერუსალიმის პატრიარქის, სერგის (843-859) თანამედროვენი იყვნენ. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპები მოიხსენიებს „წმიდათა მამათა ჩუენთა მიქაელ და არსენს, რომელთა აღაშენეს ულუმბოჲ“. როგორც ჩანს, არსენს და მიქაელს ჩაუყრიათ საფუძველი ქართველთა ბერ-მონაზვნობისთვის ულუმბოზე.
პავლე ინგოროყვას ვარაუდით, ერთ-ერთი მოხსენიებული პირი - არსენი არის წმიდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფე, „კაცი შუენიერი, კეთილი მონაზონი, სრული სიბრძნითა, შვილი დიდებულთა აზნაურთა, ტომი დიდისა ეფრემ მაწყუერელ ეპისკოპოსისა“. იგი ხანძთიდან ეწვია პალესტინას, სადაც მაკარი ლეთეთელთან ერთად მოღვაწეობდა, შემდეგ კი მცირე აზიაში გადავიდა და ულუმბოს მთაზე დასახლდა.
როცა ოცი წლის შემდეგ, ღირსი ილარიონ ქართველი (ხს. 19 ნოემბერს) ჩასულა ულუმბოზე, აქ მხოლოდ სამი ქართველი დახვედრია, უეჭველია, არსენისა და მიქაელის მოწაფეთაგანნი.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით