ხალხური რწმენა: როგორ გადავაგდოთ ძველი ან გატეხილი სარკე

© Pixabay / Tama66
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2023
გამოწერა
ძველად მიაჩნდათ, რომ სარკე, რომელიც პირვანდელ სახეს კარგავს, ზედაპირზე ნაკაწრები უჩნდება ან ულაქავდება, ან, ასე ვთქვათ, მღვრიე ხდება, აუცილებლად უნდა მოიშოროთ თავიდან, ოღონდ გარკვეული წესების დაცვით.
ჩვენი წინაპრები დარწმუნებული იყვნენ, რომ სარკის უბრალოდ პირდაპირ ნაგავში გადაგდება არ შეიძლება, ვინაიდან ეს მისი მფლობელის ავადმყოფობას იწვევს.
დიახ, მათ სჯეროდათ, რომ სარკის ზედაპირი დროთა განმავლობაში მფლობელის ენერგეტიკასაც იწოვდა და იმ ადამიანებისასაც, რომლებიც ხშირად იყურებოდნენ მასში. თანაც ამ ინფორმაციას უბრალოდ კი არ შთანთქავდა, საუკუნოდაც ინახავდა.
ამიტომ თუ მას პირდაპირ ნაგავში მოისროდნენ, სარკე შეიძლებოდა დაბზარულიყო ან დამტვრეულიყო, რის გამოც მის მფლობელს ან რაიმე სენი შეეყრებოდა, ან სხვა გაუთავებელი პრობლემები დაეწყებოდა, ან, ყველაზე უარეს შემთხვევაში, ორივე ერთად დაემართებოდა.
სწორედ ამიტომ ჩამოყალიბდა სარკის გადაგდების გარკვეული წესები, რომლებიც, ხალხური რწმენით, ადამიანს მავნე შედეგებისგან იცავს.
ეს წესები ასე გამოიყურება:
ძველი სარკე მხოლოდ კლებად მთვარეზე, ან წლის ბოლოს უნდა გადააგდოთ, რადგან ამ დროს მისი „ჯადოსნური“ თვისებები მცირდება.
თუ სარკე გაგებზარათ ან გაგიტყდათ, მთვარის კლებას ან წლის ბოლოს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაელოდოთ, ის დაუყოვნებლივ უნდა გაიტანოთ სახლიდან. ამისათვის ყველა ნამსხვრევი უნდა მოაგროვოთ, კარგად შეფუთოთ მკვრივ ქსოვილში (ან მუქი ფერის ქაღალდში) და შემდეგ სახლიდან რაც შეიძლება შორს დაფლათ.
ძველი ან დაბზარულ-დამტვრეული სარკე შეგიძლიათ გადააგდოთ ღრმა წყალშიც — იქნება ეს ტბა, ზღვა თუ მდინარის ისეთი ნაწილი, რომლის ფსკერსაც ადამიანის ფეხი ვერ წვდება.
თუ ძველი სარკის გადასაგდებად ან დასაფლავად შესაფერისი ადგილი ახლოს არსად გეგულებათ, მაშინ ის ჯერ პატრონის ენერგეტიკისა და მასზე ინფორმაციისგან უნდა გაწმინდოთ და მერეღა მოიშოროთ თავიდან. ამისათვის ზედაპირზე თანაბარ ფენად ისე უნდა მოაყაროთ მარილი, რომ მასში არაფერი ირეკლებოდეს. დატოვოთ ასე ერთი ღამე (ან დღე), მერე მარილი საპირფარეშოში ჩაყაროთ, სარკე კი თამამად მოისროლოთ ნაგავში.
ძველების თქმით, გარდა მარილისა, სარკეს მფლობელის ენერგეტიკისგან კარგად ასუფთავებს წყაროს ცივი წყალიც. ამისთვის ის ერთი ღამე უნდა დატოვოთ წყლიან ჭურჭელში, შემდეგ ამოიღოთ, გაამშრალოთ და გადააგდოთ.
ყველა ახალი ამბავი
0