https://sputnik-georgia.com/20230516/qartulma-ocnebam-saarcevno-kodeqssi-dagegmili-cvlilebebis-proeqti-caagdo-277739386.html
„ქართულმა ოცნებამ“ „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ჩააგდო
„ქართულმა ოცნებამ“ „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ჩააგდო
Sputnik საქართველო
საუბარია ცვლილებებზე, რომლის გათვალისწინებით, პოლიტიკური პარტიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული წევრებისთვის საარჩევნო კომისიის წევრის... 16.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-16T22:51+0400
2023-05-16T22:51+0400
2023-05-17T13:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24766/17/247661741_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_6a831d2627f56f4fc868f7a990872291.jpg
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია დაეთანხმა საპარლამენტო ოპოზიციას - „ქართულმა ოცნებამ“ პლენარულ სხდომაზე ჩააგდო „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელიც საარჩევნო კომისიის წევრთა ატესტაციას ეხებოდა.საუბარია ცვლილებებზე, რომლის გათვალისწინებით, პოლიტიკური პარტიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული წევრებისთვის საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის ქონა სავალდებულო ხდებოდა. ოპოზიციამ ინიციატივაში ოპოზიციური პარტიების საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გარეშე დარჩენის საფრთხე დაინახა.მოქმედი კანონი შეიცავს იმ სავალდებულო მოთხოვნების ჩამონათვალს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშვნისას.ერთ-ერთი ასეთი კრიტერიუმია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის არსებობა. თუმცა, საარჩევნო კანონმდებლობაში არის გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს არ მოეთხოვებათ შესაბამისი სერტიფიკატის ქონა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24766/17/247661741_0:145:944:853_1920x0_80_0_0_9658a041295741c551c80b29e6e82dfb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება
„ქართულმა ოცნებამ“ „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ჩააგდო
22:51 16.05.2023 (განახლებულია: 13:38 17.05.2023) საუბარია ცვლილებებზე, რომლის გათვალისწინებით, პოლიტიკური პარტიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული წევრებისთვის საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის ქონა სავალდებულო ხდებოდა
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია დაეთანხმა საპარლამენტო ოპოზიციას - „ქართულმა ოცნებამ“ პლენარულ სხდომაზე ჩააგდო „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელიც საარჩევნო კომისიის წევრთა ატესტაციას ეხებოდა.
საუბარია ცვლილებებზე, რომლის გათვალისწინებით, პოლიტიკური პარტიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული წევრებისთვის საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის ქონა სავალდებულო ხდებოდა. ოპოზიციამ ინიციატივაში ოპოზიციური პარტიების საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გარეშე დარჩენის საფრთხე დაინახა.
„თქვენს მოთხოვნას დავეთანხმებით და საკითხს დღის წესრიგიდან ჩავხსნით“, – მიმართა „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას.
მოქმედი კანონი შეიცავს იმ სავალდებულო მოთხოვნების ჩამონათვალს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშვნისას.
ერთ-ერთი ასეთი კრიტერიუმია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის არსებობა. თუმცა, საარჩევნო კანონმდებლობაში არის გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს არ მოეთხოვებათ შესაბამისი სერტიფიკატის ქონა.