https://sputnik-georgia.com/20230516/meriis-aplikacia-fix-tbilisi-amoqmedda-277733097.html
თბილისის მერიის აპლიკაცია Fix Tbilisi ამოქმედდა
თბილისის მერიის აპლიკაცია Fix Tbilisi ამოქმედდა
Sputnik საქართველო
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოქალაქეებს ვანდალიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდა. 16.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-16T19:00+0400
2023-05-16T19:00+0400
2023-05-16T21:52+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_05dbf3921452d27844084734a3400be6.jpg
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. თბილისის მერიამ სპეციალური მობილური აპლიკაცია Fix Tbilisi აამოქმედა, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.აპლიკაცია აერთიანებს პრობლემების ოთხ კატეგორიას: საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხე-მცენარეების, გარე განათებისა და საპარკე ინფრასტრუქტურის დაზიანება. Fix Tbilisi-ის გადმოწერა შესაძლებელია Google Play-დან ან App Store-დან.მისი თქმით, მოქალაქე, რომელიც შეტყობინებას გაგზავნის, მუნიციპალური სამსახურებიდან მიიღებს ინფორმაციას, თუ როგორ ხდება პრობლემის მოგვარება და რა ვადებში აღმოიფხვრება იგი სრულად.გარდა ამისა, აპლიკაციაში იქნება ორი გრაფა, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელი შეძლებს თვალყური ადევნოს იმას, თუ რამდენი მოთხოვნა აქვს უკვე გაგზავნილი მერიაში და მათგან რამდენი გადაიჭრა.„ეს აპლიკაცია კიდევ უფრო გვიმარტივებს სიტუაციას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული შესტკივა ქალაქზე, ჩართულია ყოველდღიურად სხვადასხვა პრობლემის აღმოფხვრაში და გვიგზავნის ინფორმაციას სოციალური ქსელის ან „ცხელი ხაზის" მეშვეობით", – განაცხადა მერმა.Fix Tbilisi-ის აპლიკაციის პრეზენტაციაზე კალაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, ერთად ებრძოლონ ვანდალიზმს და აუხსნან ახალგაზრდა თაობას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება – ახალი პარკები, განახლებული გამზირები, მოწესრიგებული ქუჩები – მათთვის კეთდება.აქამდე მოქალაქეები ქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის „ცხელი ხაზის", გამგეობების ან სოციალური ქსელების მეშვეობით ავრცელებდნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9ddd8659c9a0ff63d87335a8ee52eeb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის მერიის აპლიკაცია Fix Tbilisi ამოქმედდა
19:00 16.05.2023 (განახლებულია: 21:52 16.05.2023) დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოქალაქეებს ვანდალიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდა.
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. თბილისის მერიამ სპეციალური მობილური აპლიკაცია Fix Tbilisi აამოქმედა, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
აპლიკაცია აერთიანებს პრობლემების ოთხ კატეგორიას: საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხე-მცენარეების, გარე განათებისა და საპარკე ინფრასტრუქტურის დაზიანება. Fix Tbilisi-ის გადმოწერა შესაძლებელია Google Play-დან ან App Store-დან.
„თუ შევნიშნეთ რაიმე დაზიანება, ვიღებთ ფოტოს, შევდივართ აღნიშნულ აპლიკაციაში, ვირჩევთ ოთხიდან ერთ კატეგორიას, ვუთითებთ მისამართს და ვწერთ აღწერილობაში, თუ რა არის დაზიანებული. ინფორმაცია იგზავნება შესაბამის სამსახურში, რასაც ძალიან მალე მოჰყვება რეაგირება", – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მოქალაქე, რომელიც შეტყობინებას გაგზავნის, მუნიციპალური სამსახურებიდან მიიღებს ინფორმაციას, თუ როგორ ხდება პრობლემის მოგვარება და რა ვადებში აღმოიფხვრება იგი სრულად.
გარდა ამისა, აპლიკაციაში იქნება ორი გრაფა, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელი შეძლებს თვალყური ადევნოს იმას, თუ რამდენი მოთხოვნა აქვს უკვე გაგზავნილი მერიაში და მათგან რამდენი გადაიჭრა.
„ეს აპლიკაცია კიდევ უფრო გვიმარტივებს სიტუაციას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული შესტკივა ქალაქზე, ჩართულია ყოველდღიურად სხვადასხვა პრობლემის აღმოფხვრაში და გვიგზავნის ინფორმაციას სოციალური ქსელის ან „ცხელი ხაზის" მეშვეობით", – განაცხადა მერმა.
Fix Tbilisi-ის აპლიკაციის პრეზენტაციაზე კალაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, ერთად ებრძოლონ ვანდალიზმს და აუხსნან ახალგაზრდა თაობას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება – ახალი პარკები, განახლებული გამზირები, მოწესრიგებული ქუჩები – მათთვის კეთდება.
აქამდე მოქალაქეები ქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის „ცხელი ხაზის", გამგეობების ან სოციალური ქსელების მეშვეობით ავრცელებდნენ.