გალუზინი: ცენტრალური აზიის ქვეყნები შესაძლოა ანტირუსულ სანქციებს შეუერთდნენ

© photo: Sputnik / Embassy of the Russian Federation in Japanმიხაილ გალუზინი
მიხაილ გალუზინი - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2023
გამოწერა
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანა მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდნენ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა.
ამასთან მან არ დააკონკრეტა, თუ რომელ ქვეყნებზეა საუბარი.

„მიუხედავად იმისა, რომ ცალმხრივი ეკონომიკური შეზღუდვების მიუღებლობასა და არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა, ცენტრალური აზიის მთელ რიგ ქვეყნებს არ სურთ შესაბამისი რისკების საკუთარ თავზე აღება. ისინი ცხადად მიგვანიშნებენ, რომ მზად არიან შეუერთდნენ დასავლეთის შემზღუდავ ზომებს“, — განაცხადა გალუზინმა კლუბ „ვალდაის“ კონფერენციაზე.

მისი თქმით, რუსეთი არავის კარნახობს, თუ რა კურსს უნდა მიჰყვეს, თუ „ის არ ეწინააღმდეგება CSTO-ს, EAEU-სა და დსთ-ის ფარგლებში აღებულ ორმხრივ ვალდებულებებს“.
„რუსეთთან კავშირების ხელოვნურმა განადგურებამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო მძიმე ზიანი, ვიდრე ყბადაღებულმა მეორადმა სანქციებმა“, — დარწმუნებულია რუსი დიპლომატი.
მანამდე, მიმდინარე თვეში Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი იმ ქვეყნების საწინააღმდეგო ზომებზე მსჯელობს, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. სააგენტომ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ყაზახეთიდან რუსეთში იმპორტის ზრდას. გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონმა უკვე გააფრთხილა ასტანა სანქციების რისკების თაობაზე.
ყველა ახალი ამბავი
0