უებარი სასმელი წონაში დასაკლებად: თეთრი ჩაის სარგებელი და ზიანი

© Pixabay / NatashaGჩინური კამელია
ჩინური კამელია - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2023
გამოწერა
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. თეთრი ჩაი, რომელიც სხვა სახეობების ჩაისთან შედარებით ყველაზე მეტ ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს შეიცავს, ხელს უწყობს წონაში დაკლებას, ებრძვის ონკოლოგიურ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას და ამასთან ანელებს დაბერების პროცესს, ირწმუნება ექიმი-დიეტოლოგი სინტია ალ-ჰაჯი.
თეთრი ჩაი Camellia sinensis-ის (ჩინური კამელია) ფოთლებისგან მზადდება. სპეციალისტის თქმით, თეთრი ჩაი, შავისა და მწვანე ჩაისგან განსხვავებით (რომლებიც იმავე მცენარისგან მიიღება), ჯერ კიდევ სრულ დამწიფებამდე იკრიფება და მინიმალურად მუშავდება. სწორედ ეს განაპირობებს იმ ფაქტს, რომ იგი ყველაზე მეტ ბუნებრივ ანტიოქსიდანტს შეიცავს.

თეთრი ჩაის სარგებელი

როგორც სინტია ალ-ჰაჯი ამბობს, თეთრი ჩაის ეფექტურობა ჭარბ წონასთან ბრძოლაში განუზომლად დიდია, ვინაიდან ის:
ხელს უშლის ახალი ცხიმოვანი უჯრედების წარმოქმნას და ზრდის ორგანიზმში ცხიმების წვის სიჩქარეს;
აუმჯობესებს და აჩქარებს მეტაბოლიზმს;
გამომდინარე იქიდან, რომ დიდი რაოდენობით კოფეინს შეიცავს, ებრძვის ორგანიზმში ცხიმების დაგროვებას;
აქვეითებს შიმშილის გრძნობას და თრგუნავს მადას;
სამი თვის განმავლობაში ყოველდღიურად მიღების შემთხვევაში ადამიანი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე იკლებს 2-3 კილოგრამს. ხოლო თუ ამასთან ერთად დიეტასაც დაიცავს და ივარჯიშებს კიდეც, ერთ კვირაში 3 კილოგრამ ზედმეტ წონას მოიშორებს;
კვლევებით დამტკიცდა, რომ თეთრი ჩაი განსაკუთრებით კარგად წვავს ცხიმებს მუცლის არეში — დღეში ერთი ფინჯანის დალევის შემთხვევაშიც კი.
გარდა ამისა, თეთრი ჩაი ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობის გამო ეხმარება ორგანიზმს ქრონიკულ ინფექციებთან, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, კუჭისა და მსხვილი ნაწლავის კიბოსთან, ასევე ნერვული სისტემის დაავადებებთან ბრძოლაში.
ამასთან სასმელში შემავალი პოლიფენოლები არეგულირებს სისხლში გლუკოზის, ინსულინისა და წარმოებული ცხიმების დონეს.
თეთრი ჩაი განსაკუთრებით სასარგებლოა 50 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, ვინაიდან ის ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, ამცირებს მათ ზემოქმედებას ორგანიზმზე და, აქედან გამომდინარე, ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს.
ყველაფერთან ერთად შეიცავს ფტორს, რის გამოც ის ეფექტურად იცავს კბილებს კარიესის გამომწვევი ბაქტერიებისგან.
ექიმის თქმით, რამდენიმე კველავამ დაადასტურა, რომ თეთრი ჩაის რეგულარული მიღება ეხმარება ნაოჭების გასწორებას და იცავს კანს გარემოს უარყოფითი გავლენისგან. ხოლო მასში შემავალი უამრავი ანტიოქსიდანტი ანელებს დაბერების პროცესს, აქვეითებს ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებების განვითარების რისკებს.
ამასთან, სპეციალისტის განმარტებით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა ამ არაჩვეულებრივი უნარის მიუხედავად, თეთრი ჩაი შესაძლოა საზიანოც აღმოჩნდეს ზოგ შემთხვევაში.
მისი თქმით, თეთრმა ჩაიმ:
შეიძლება ძილის პრობლემები გამოიწვიოს, ვინაიდან ის დიდი რაოდენობით კოფეინს შეიცავს;
არ არის გამორიცხული, შეიცავდეს მცირე რაოდენობით ტყვიასაც, რაც საშიშია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს;
თეთრი ჩაი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უშლის გარკვეული სასარგებლო ნივთიერებების, მათ შორის რკინის შეწოვას. ამან კი შესაძლოა ანემია გამოიწვიოს.
როგორც დიეტოლოგი გვაფრთხილებს, თუ თეთრი ჩაის სმას გადაწყვეტთ, უნდა იცოდეთ, რომ არ შეიძლება მისი უზმოზე დალევა. საქმე ისაა, რომ თეთრი ჩაი ხელს უწყობს კუჭის კედლებზე თხელი ფენის წარმოქმნას, რაც საჭმლის მომნელებელი წვენების სეკრეციას (გამომუშავებას) აქვეითებს.

თეთრი ჩაის დაყენების წესი

ჩინური კამელიის ჩაის აუცილებლად სპეციალურ საჩაიეში უნდა დააყენოთ – ამისთვის ფინჯანი არ გამოდგება. საქმე ისაა, რომ ერთი და იგივე ჩაი რამდენჯერმე შეგიძლიათ გამოიყენოთ სასმელის მოსამზადებლად. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთი ულუფა ფერისგან რამდენიმე ჭიქა ჩაის დაყენებაა შესაძლებელი.
თეთრი ჩაი მინიმალურად (5-7%) ფერმენტირდება. ამიტომ მის დასაყენებლად 60-70 გრადუსიანი წყალი დაგჭირდებათ. თუ წყლის ტემპერატურის გასაზომად სპეციალური თერმომეტრი არ გაქვთ, უბრალოდ დააყოვნეთ მდუღარე 7-10 წუთი და მხოლოდ ამის შემდეგ დაასხით ფერს.
პირველი ფინჯანი სასმელის მოსამზადებლად დაასხით 2-3 გრამ ჩაის 100-150 მილიგრამი წყალი, დააყოვნეთ 20 წამი და მიირთვით.
ყოველ მომდევნო ჯერზე ფერის დაყენების დრო 10-10 წამით გაზარდეთ: ანუ, მეორედ 30 წამი დააყოვნეთ, მესამედ 40 წამი და ა.შ. სულ ერთი და იგივე ფერისგან ექვსჯერ შეგიძლიათ ჩაის მომზადება.
გაითვალისწინეთ: სტატიაში მოყვანილი რჩევები საინფორმაციო ხასიათისაა. ნებისმიერი ვარჯიშის დაწყებამდე თუ კვების რაციონში ცვლილებების შეტანამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან!
წყარო: Sayidaty
ყველა ახალი ამბავი
0