თბილისის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2023
გამოწერა
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
თბილისი, 15 მაისი – Sputnik. თბილისში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
შემთხვევა ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა. ის ამ დროისათვის კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, პერიმეტრი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
წყარო - „მთავარი არხი“
ყველა ახალი ამბავი
0