მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Reuters: დიდი შვიდეული რუსეთის წინააღმდეგ საექსპორტო და ენერგეტიკულ სანქციებს გაამკაცრებს

CC0 / Taylor Atkinson / Group of Seven leadersდიდი შვიდეული G7
დიდი შვიდეული G7 - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2023
გამოწერა
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერები, რომლებიც 19-21 მაისს შეიკრიბებიან იაპონიაში სამიტზე, რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებას აპირებენ, იუწყება სააგენტო Reuters წყაროებზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, სანციები რუსეთის ენერგეტიკულ და საექსპორტო რესურსებს შეეხება და ამასთან იმ ხვრელების ამოვსებისკენ იქნება მიმართული, რომელთა მეშვეობითაც მანამდე დაწესებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა ხდება შესაძლებელი.
აშშ-ის ოფიციალური პირები ასევე მოელიან, რომ G7-ის წევრები სანქციებისადმი მიდგომას იმგვარად შეცვლიან, რომ, გარკვეული კატეგორიის საქონლის შემთხვევაში მაინც, ყოველგვარი ექსპორტი ავტომატურად აიკრძალება, თუ ისინი გამონაკლისი პროდუქციის სიაში არ არის შესული. როგორც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, ამან მოსკოვს სანქციების რეჟიმში ხარვეზების პოვნა უნდა გაურთულოს.
„როიტერის“ წყაროების თქმით, ვაშინგტონს სურს, რომ სანქციები „რუსი სამხედროებისთვის ყველაზე მეტად მგრძნობიარე სფეროებს“ შეეხოს.

„უნდა ველოდოთ, რომ რამდენიმე სფეროში, განსაკუთრებით რუსეთის თავდაცვითი მრეწველობის ბაზასთან დაკავშირებულებში, პრეზუმფციის ცვლილება მოხდება“, — განუცხადა სააგენტოს ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

აღინიშნება, რომ G7-ის ლიდერების ერთობლივი განცხადებების ზუსტი ფორმულირება ჯერ კიდევ განხილვებისა და კორექტირების პროცესშია.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ გადაწყვეტილებამ, რომლის მიღებასაც G7-ის ლიდერები აპირებენ, „უნდა აღკვეთოს რუსეთიდან მილსადენის გაზის ექსპორტის აღდგენა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა პოლონეთი და გერმანია“.
ამასთან, როგორც მედია წერდა გასულ კვირაში, რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული სანქციების გამკაცრებას ევროკავშირის ყველა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის ისეთებმაც, რომლებიც „რუსული ნავთობის არადეკლარირებული იმპორტიდან სარგებელს იღებენ“. სანქციები შესაძლოა შეეხოს არა მარტო მილსადენებით გაზის მიწოდებას, არამედ ნავთობსაც.
ყველა ახალი ამბავი
0