ქალის მკვლელობა ვარკეთილის სასაფლაოზე - ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი გამოიტანეს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2023
გამოწერა
ქალმა სოციალური ქსელის პირად გვერდზე განათავსა ბრალდებულთან ერთად გადაღებული ფოტო, რაც ამ უკანასკნელისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
თბილისი, 15 მაისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მამაკაცს, რომელმაც ვარკეთილის სასაფლაოზე მასთან ფარულ ურთიერთობაში მყოფი ქალი მოკლა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნაფიცმა მსაჯულებმა დეტალურად შეისწავლეს გარემოებები და მტკიცებულებები, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული შურისძიებით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.
სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ მამაკაცმა ქალი ერთ-ერთი ინტერნეტ-გვერდის მეშვეობით გაიცნო და მას შემდეგ თვეების განმავლობაში მასთან პირადი ურთიერთობა ჰქონდა.
2022 წლის 22 აგვისტოს ქალმა სოციალური ქსელის პირად გვერდზე ბრალდებულთან ერთად გადაღებული ფოტო განათავსა. ფარული ურთიერთობის საჯაროდ გაცხადება მიუღებელი აღმოჩნდა მამაკაცისთვის, რის შემდეგაც მან შურისძიების მიზნით მსხვერპლი ვარკეთილში მდებარე სასაფლაოსთან მიიყვანა, სადაც სასტიკად სცემა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0