შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2023
გამოწერა
10 მაისს აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა. აზერბაიჯანში 2023 წელი ჰეიდარ ალიევის წლად არის გამოცხადებული.
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის სპეციალურ სხდომაში, რომელიც ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
აზერბაიჯანში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი 15-16 მაისს შედგება.
ვიზიტის ფარგლებში პაპუაშვილი შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან და აზერბაიჯანელ კოლეგა საჰიბა გაფაროვასთან.
მილი მეჯლისის სპეციალური სხდომა 16 მაისს გაიმართება.
10 მაისს აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა. აზერბაიჯანში 2023 წელი ჰეიდარ ალიევის წლად არის გამოცხადებული.
ყველა ახალი ამბავი
0