https://sputnik-georgia.com/20230515/norad-alaskastan-eqvsi-rusuli-samxedro-tvitmfrinavia-cawerili-277670819.html
NORAD: ალასკასთან ექვსი რუსული სამხედრო თვითმფრინავია ჩაჭერილი
NORAD: ალასკასთან ექვსი რუსული სამხედრო თვითმფრინავია ჩაჭერილი
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. აშშ-ის საჰერო-კოსმოსურმა ძალებმა 11 მაისს ალასკის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ზონაში ექვსი რუსული სამხედრო თვითმფრინავი... 15.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-15T11:15+0400
2023-05-15T11:15+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
რუსეთი
პოლიტიკა
კომპანიების ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23875/17/238751715_0:73:3379:1974_1920x0_80_0_0_a381bfa63b133b131795f78e656392ed.jpg
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. აშშ-ის საჰერო-კოსმოსურმა ძალებმა 11 მაისს ალასკის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ზონაში ექვსი რუსული სამხედრო თვითმფრინავი „აღმოაჩინა, ამოიცნო და ჩაიჭირა“, იტყობინება ამერიკული მედია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჩრდილოამერიკულ სარდლობაზე (NORAD) დაყრდნობით.ამასთან სარდლობა, რომელიც აშშ-ისა და კანადის საჰაერო სივრცის დაცვაზე აგებს პასუხს, ხაზს უსვამს, რომ რუსულ ხომალდებს არცერთი ამ ქვეყნის საზღვარი არ დაურღვევიათ — ბომბდამშენ ТУ-95-ებს, ტანკერ Ил-78-ებსა და გამანადგურებელ СУ-35-ებს საერთაშორისო საჰაერო სივრცე არ გადაულახავთ და აშშ-ისა და კანადის სუვერენულ საჰაერო სივრცეში არ შესულან.აქვე აღინიშნება, რომ რუსულმა ხომალდებმა ალასკის მახლობლად მაშინ გაიფრინეს, როდესაც შტატის ტერიტორიაზე რამდენიმე მასშტაბური სამხედრო სწავლება ტარდებოდა.გავრცელებული ინფორმაციით, ჩაჭერის ოპერაციაში გამანადგურებელი F-16-ები, F-22-ები, KC-135 Stratotankers და რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავი E-3 AWACS მონაწილეობდნენ. NORAD-ის ცნობით, აღნიშნულ ზონაში რუსეთის ხომალდები წელიწადში 15-ჯერ მაინც ჩნდებიან და ეს საფრთხედ არ მიიჩნევა.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23875/17/238751715_325:0:3056:2048_1920x0_80_0_0_538bf150737ca9e51eed87893129f1f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , რუსეთი, პოლიტიკა, კომპანიების ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , რუსეთი, პოლიტიკა, კომპანიების ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. აშშ-ის საჰერო-კოსმოსურმა ძალებმა 11 მაისს ალასკის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ზონაში ექვსი რუსული სამხედრო თვითმფრინავი „აღმოაჩინა, ამოიცნო და ჩაიჭირა“, იტყობინება ამერიკული მედია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჩრდილოამერიკულ სარდლობაზე (NORAD) დაყრდნობით.
ამასთან სარდლობა, რომელიც აშშ-ისა და კანადის საჰაერო სივრცის დაცვაზე აგებს პასუხს, ხაზს უსვამს, რომ რუსულ ხომალდებს არცერთი ამ ქვეყნის საზღვარი არ დაურღვევიათ — ბომბდამშენ ТУ-95-ებს, ტანკერ Ил-78-ებსა და გამანადგურებელ СУ-35-ებს საერთაშორისო საჰაერო სივრცე არ გადაულახავთ და აშშ-ისა და კანადის სუვერენულ საჰაერო სივრცეში არ შესულან.
აქვე აღინიშნება, რომ რუსულმა ხომალდებმა ალასკის მახლობლად მაშინ გაიფრინეს, როდესაც შტატის ტერიტორიაზე რამდენიმე მასშტაბური სამხედრო სწავლება ტარდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩაჭერის ოპერაციაში გამანადგურებელი F-16-ები, F-22-ები, KC-135 Stratotankers და რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავი E-3 AWACS მონაწილეობდნენ.
NORAD-ის ცნობით, აღნიშნულ ზონაში რუსეთის ხომალდები წელიწადში 15-ჯერ მაინც ჩნდებიან და ეს საფრთხედ არ მიიჩნევა.