ლუკა კილაძეს ფიდეს ოსტატის წოდება მიენიჭა

© photo: Sputnik / Stringerჭადრაკის დაფა
ჭადრაკის დაფა - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2023
გამოწერა
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. 13 წლის ლუკა კილაძეს ფიდეს ოსტატის წოდება მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის განცხადებაში.
ფიდეს ოსტატის წოდება საჭადრაკო იერარქიაში მესამეა საერთაშორისო ოსტატისა და დიდოსტატის შემდეგ.
ლუკა კილაძემ აღნიშნული წოდება 15-წლამდე ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების წყალობით მოიპოვა, რომელიც საბერძნეთის კუნძულ როდოსზე 13-23 აპრილს ჩატარდა.
კილაძემ ცხრიდან შვიდი ქულა დააგროვა და 2002 წლის შემდეგ პირველი ქართველი მოჭადრაკე გახდა, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა.
წელს გამართულ ჩემპიონატში 51 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ყველა ახალი ამბავი
0