მაშველები გუდამაყრის ხეობაში მდინარეში ჩავარდნილ ადამიანს ეძებენ

© photo: Sputnik / Stringerარაგვი
არაგვი - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2023
გამოწერა
ერთი ადამიანი მდინარეში ჯომარდობისას გადავარდა.
თბილისი, 15 მაისი – Sputnik. დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ხეობაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
მაშველები ეძებენ ადამიანს, რომელიც გუდამაყრის ხეობაში ჯომარდობისას მდინარე არაგვში ჩავარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მდინარე არაგვზე ჯომარდობისას ნავით 11 ადამიანი ეშვებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0