სტიქიამ საქართველოში პრობლემები შექმნა

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიძლიერი წვიმის შედეგები
ძლიერი წვიმის შედეგები - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2023
გამოწერა
ბოლო დღეებია საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდა.
თბილისი, 14 მაისი - Sputnik. უხვმა ნალექმა საქართველოს სხვადასხვა რაიონში პრობლემები შექმნა.
ინტენსიური ნალექის შედეგად მდინარე რიონი ადიდდა და გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა. აღნიშნულის გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის მე-18 კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.
ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებული და მოსახლეობას არსებული შეზღუდვის შესახებ ატყობინებენ.
მოსახლეობის ინფორმაციით, წყალი მათ საცხოვრებელ სახლებშიც შევარდა. დატბორილია ეზოები, სახლები და სავარგულები. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
სტიქიამ პრობლემები შექმნა შიდა ქართლშიც. გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადიდებულმა მდინარე ლიახვმა გარკვეული სირთულეები შექმნა. კერძოდ, მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და მიწის ნაკვეთები დატბორა. ასევე, დაიტბორა რამდენიმე სახლის ეზო. სტიქიის ზონაში ამ წუთებში სპეცტექნიკა მუშაობს.
რამდენიმე დღეა, საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდა. 12 მაისის დღის მეორე ნახევრიდან ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე ძლიერი წვიმაა.
ყველა ახალი ამბავი
0